აქტუალური
"რეფერალური ჰოსპიტალი" გაიყიდა

referaluri-hospitali"რეფერალური ჰოსპიტალი" 550 000 აშშ დოლარად პოლონურმა კომპანია "The One"-მა შეიძინა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ აუქციონზე, საპრივატიზაციოდ გამოტანილი იყო შპს ,,რეფერალური ჰოსპიტალის'' სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იან წილი, რომლის საწყისი გასაყიდი ფასი 500 000 აშშ დოლარს შეადგენდა.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ობიექტით მხოლოდ კომპანია "The One"-ი იყო დაინტერესებული.

აუქციონის პირობების მიხედვით, ახალი მფლობელი ვალდებულია "რეფერალურ ჰოსპიტალს" სამედიცინო პროფილი შვიდი წლის განმავლობაში შეუნარჩუნოს. ასევე, სამი წლის განმავლობაში ობიექტის ახალმა მფლობელმა სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებისთვის 3 მლნ ევროს ინვესტიცია უნდა განახორციელოს.