აქტუალური
საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო და კომისიის მდივანი ტომას მარკერტი მიიღო. შეხვედრისას, მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები განიხილეს. ვენეციის კომისიის პრეზიდენტი საქართველოში საკონსტიტუციო კომისიის მუშაობით დაინტერესდა. აღინიშნა, რომ ქვეყნის ახალი კონსტიტუცია, რომელიც ძალაში პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევიდა, ხელს შეუწყობს სახელმწიფოში ძალთა ბალანსისა და დემოკრატიის განვითარების უზრუნველყოფას.