უცხოეთი
ნობელის პრემიის 27 ლაურეატი ვ. პუტინს გეების საწინააღმდეგო კანონის გაუქმებას სთხოვს

1-nobelisსაქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ღია წერილი გაუგზავნეს მოთხოვნით, „გაუქმდეს რეპრესიული ჰომოფობიური კანონი“. მიმართვას ხელს აწერს ნობელის 27 ლაურეატი, მათ შორის, საკულტო მწერალი ჯონ კუტზეე, ქიმიკოსი ჰაროლდ კროტო, გენეტიკოსი პოლ ნერსუ, ფიზიკოსი ერიკ კორნელი, ფიზიოლოგი სუსუმუ ტონეგავა, მწერალი გერტა მიულერი, – წერს The Independent-ი.

მიმართვის ინიციატორები არიან ჰაროლდ კროტი და მსახიობი სერ იენ მაკკელენი, რომლებიც აქტიურად იცავენ ლესბოსელების, ბისექსუალებისა და ტრანსსექსუალების უფლებებს.

„პროტესტი არასოდეს არის იოლი, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ახალი კანონმდებლობის დაგმობის შემთხვევაში შესაძლოა წავაქეზოთ რუსეთის სახელმწიფო, რომ 21–ე საუკუნეში მან დაიცვას ჰუმანიტარული, პოლიტიკური და დემოკრატიული პრინციპები, რომლებიც ასეთი დიდი ძალისხმევი დაამკვიდრა მიხეილ გორბაჩოვმა“, – აცხადებენ აქტივისტები.

ოფიციალური რეაქცია კრემლიდან აღნიშნულ მიმართვას ჯერ არ მოჰყოლია.