უცხოეთი
ვირტუალური საქართველო ჰაკერების მიზანში

1-hakeriსაქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი მთლიანად განადგურებულია. ჰაკერებმა მას გასულ უქმეებზე შეუტიეს. ახალი საიტის შესაქმნელად პარლამენტს ათი დღე მაინც დასჭირდება.

ეს საიტზე თავდასხმის პირველი შემთხვევა როდია: წინა ჯერზე ჰაკერებმა მასზე იერიში 31 დეკემბერს მიიტანეს. მაშინ საიტზე გაჩნდა ფანჯარა გამაფრთხილებელი წარწერით: „ჩვენ გვიყვარს ირანი, ჩვენ არ ვართ არც ერთი ხალხის მტერი. ამერიკელი ხალხისაც კი. გააძლიერეთ ქვენი ვებ–გვერდის უსაფრთხოება, რადგან მისი ხარისხი ძალიან დაბალია“.

კიბერტერორიზმის საფრთხე საქართველოში არცთუ დიდი ხნის წინ გაჩნდა, როცა პორტალ YouTube-ზე გამოჩნდა ვიდეო ჯიჰადის მუქარით ქართველი სამხედროების მიმართ. მოგვიანებით გაირკვა, რომ „თალიბანს“, რომლის სახელითაც გავრცელდა ვიდეო, მასთან არავითარი კავ შირი არ ჰქონია.. სავარაუდოდ, ეს იყო პროვოკაცია, რომლის მიზანი საქართველოს მოსახლეობის დაშინება და მოსახლეობაში უკმაყოფილების გაღვივება იყო ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციაში ქართველი სამხედროების მონაწილეობის გამო. ეს უკმაყოფილება კი გაიზარდა 2013 წელს, როცა ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების რიცხვმა 30–ს მიაღწია. ყველა ამ იერიშის შედეგად ქართულმა ჯარებმა ჰელმანდის პროვინცია დატოვეს და ავღანეთის შედარებით მშვიდ რაიონში გადაინაცვლეს.

„რა თქმა უნდა, შეტევები შესაძლოა განმეორდეს როგორც საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებზე, ისე სტრატეგიულ ობიექტებზეც, – აცხადებს სპეცსამსახურების კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ბესო ალადაშვილი, –  საქართველოს პარლამენტის საიტთან მიმართებაში ჰაკერებს, სავარაუდოდ, საქართველოს იმ სამსახურების დისკრედიტაცია ჰქონდათ მიზნად, რომლებიც ამ საკითხებით არიან დაკავებული“.