უცხოეთი
საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. ცნობილი ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე ქალიშვილსა და შვილიშვილთან ერთად მოსკოვის მიუზიკლის თეატრში 12 თებერვალს კონცერტზე იმღერებს. ამის შესახებ “რია ნოვოსტი” იუწყება.
კონცერტ „სამი გრაციას“ პროგრამაშია ნანი ბრეგვაძის ჩვეული რეპერტუარი, ქართული სიმღერები და რომანსები. ცნობილი მომღერლის ქალიშვილმა ეკა მამალაძემ და შვილიშვილმა ნატალია ქუთათელაძემ მომღერლის კარიერა აირჩიეს და განათლება კონსერვატორიაში მიიღეს. მამალაძე საქართველოში პოპულარული საესტრადო მომღერალია, მისი ქალიშვილი ნატალია კი ეს–ესაა კარიერას იწყებს. მის რეპერტუარშია კლასიკა, ჯაზი და თანამედროვე მუსიკა.