რელიგია
საკვირაო ქადაგება (12.01.2014)

kadageba-rel-1საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. 12 იანვარს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

როგორც უწმიდესმა აღნიშნა, დღეს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს სამი წმიდანის

ხსნებას: დავით მეფისას, წინასწარმეტყველისა, იაკობ მოციქულისა და მართალი იოსებ დამწინდველისა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, სამივე წმიდანი საოცარი მაგალითია დიდი ღვაწლისა, სულიერობისა და მოღვაწეობისა. უწმიდესმა ქადაგებისას ვრცლად ისაუბრა დავით წინასწარმეტყველის შესახებ.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ მრავალი ადამიანი ელოდება სამსახურს იმ დროს, როდესაც სამუშაო ადგილი ბევრია. მან ისურვა, ჩვენმა ხალხმა იფიქროს თავის მომავალზე, იმაზე, რა უნდა ვაკეთოთ. არსებობს ასეთი დევიზი – ვილოცოთ, ვიფიქროთ, წარმოვშვათ ახალი იდეები და ვიშრომოთ. თუ ამას გავაკეთებთ, ბედნიერი ვიქნებით. მინდა, ახალგაზრდობამ ასე იცხოვროს. ასევე, მინდა ვანუგეშო ახალგაზრდები და ვუთხრა, რომ არსებობს გამოსავალი ამ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან. არის მცირე და საშუალო ბიზნესი და ჩვენთან იქმნება ჯგუფი, რომელიც ასწავლის ამ ბიზნესს, ამ შრომას. შეიძლება სულ უბრალო რაღაც იყოს და დიდი საშუალება მოიტანოს ადამიანისთვის ან მისი ოჯახისთვის. ორშაბათს, ახალგაზრდულ ცენტრში 12:00 სთ.ზე ახალგაზრდულ გაიმართება ლექცია ამ საითხზე, თუ შევძელი ან სხვა არაფერმა შემიშალა ხელი, მეც დავესწრები. ვისაც გსურთ, მობრძანდით”, – აღნიშნა პატრიარქმა.

უწმიდესმა ქადაგებისა დასასრულს რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა. ასევე, უწმინდესის ბრძანების თანახმად, საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო ფრიდონ თოდუას ქართული მედიცინის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის გადაეცა.

უწმიდესმა თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმები დალოცა და საახალწლო პარაკლისიც შეასრულა.

http://www.ambioni.ge/sakvirao-qadageba-12-01-2014