სამხრეთ ოსეთის სამხედრო მოსამსახურეები რუსულ პენსიებს მიიღებენ
საქართველო, 14 იანვარი,
საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი, გენერალ-ლეიტენანტი
იბრაგიმ გასეევი 2013 წლის განმავლობაში უწყების მუშაობის შედეგებზე ლაპარაკობს.
გასულ წელს აქტიურად ხორციელდებოდა სამხრეთ ოსეთისა და რფ-ის თავდაცვის სამინისტროების ურთიერთქმედება, ტარდებოდა ერთობლივი წვრთნები. ამასთან, უახლოეს ხანებში ხელი მოეწერება მთავრობათაშორის შეთანხმებას, რომლის შესაბამისად საპენსიო ასაკს მიღწეული სამსახურიდან გათავისუფლებული სამხედროები რფ-ში პენსიებს იმავე რაოდენობით მიიღებენ, როგორც რუსი სამხედრო პენსიონერები.