უცხოეთი
რუსეთი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს 6 მლრდ რუბლს გამოუყოფს

miliardi-ucx-1საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად რუსეთი 2014-2016 წლებში ყოველწლიურად სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს მილიარდ-მილიარდ რუბლს გამოუყოფს, - იუწყება სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალური პორტალი. მთლიანობაში რესპუბლიკები რუსეთისგან 6 მლრდ დოლარს მიიღებენ.

დოკუმენტში საუბარია მშენებლობის სამინისტროსთვის საბიუჯეტო ინვესტიციების განსახორციელებლად ასიგნებების გადაცემაზე.

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთისგან რეგულარულად იღებენ ფინანსურ დახმარებას. ასე, მაგალითად, 2012 წელს იტყობინებოდნენ, რომ 2013 წელს აფხაზეთი რუსეთისგან 1.8 მლრდ რუბლს მიიღებს, სამხრეთ ოსეთის 2013 წლის ბიუჯეტი კი რუსეთისგან 4.2 მლრდ რუბლით დახმარებას ელოდებოდა.