პუბლიკაციები
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისთვის 135 მილიონი ლარი უკვე გამოიყო

analitika-geo-proeqtebisatvსაქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობამ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2014 წლისთვის დასაფინანსებელი პროექტები დაამტკიცა.

წელს რეგიონებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 180 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. პირველ ეტაპზე 135 მილიონი ლარის 430 პროექტია დამტკიცებული. საპროექტო სამუშაოებს მუნიციპალიტეტები უახლოეს პერიოდში დაიწყებენ.

მიმდინარე წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდით დასაფინანსებელი პროექტებიდან პრიორიტეტულად გამოიყო გზის საფარის მოწესრიგება, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემის გამართვა, ეზოების კეთილმოწყობა, საფეხბურთო სტადიონების, საფეხმავლო ბილიკების, საბავშვო ბაღებისა და სხვა შენობების რეაბილიტაცია, ამხანაგობების მიერ შემუშავებული წინადადებების თანადაფინანსება და სხვა.

საქართველოს რეგიონებში განხორციელდება შემდეგი პროექტები:

კახეთში 17,549,065 ლარის ღირებულების 85 პროექტია დამტკიცებული. 43 პროექტი - გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია, 3 პროექტი კულტურის სახლისა და სხვა შენობების რეაბილიტაცია, 26 პროექტი - წყლისა და კანალიზაციის მოწესრიგება, 13 პროექტი - ნაპირსამაგრი სამუშაოები, სანიაღვრე არხებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

მცხეთა-მთიანეთში 10,238,971 ლარის ღირებულების 40 პროექტი დამტკიცდა. 5 პროექტი - გზების და ხიდების რეაბილიტაცია, 28 პროექტი - წყლის სისტემების რეაბილიტაცია, 2 პროექტი - ნაპირსამაგრი სამუშაოები, სანიაღვრე არხების მოწესრიგება; 5 პროექტი - კულტურის სახლისა და სხვა შენობების რეაბილიტაცია.

ქვემო ქართლში 15,660,072 ლარის ღირებულების 49 პროექტი დამტკიცდა. 14 პროექტი - გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია; 4 პროექტი - საბავშვო ბაღებისა და სხვა შენობების რეაბილიტაცია; 29 პროექტი - წყლისა და კანალიზაციის მოწესრიგება; 2 პროექტი - სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

შიდა ქართლში 12,662,862 ლარის ღირებულების 19 პროექტი დამტკიცდა. 9 პროექტი - გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია; 7 პროექტი - სარწყავი და სასმელი წყლის, ასევე, კანალიზაციის მოწესრიგება; 3 პროექტი - სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

სამცხე-ჯავახეთში 11,570,015 ლარის ღირებულების 25 პროექტი დამტკიცდა. 18 პროექტი - გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია; 2 პროექტი - წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება; 5 პროექტი - ეზოებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

იმერეთში 31,133,875 ლარის ღირებულების 114 პროექტი დამტკიცდა. 87 პროექტი - გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია; 14 პროექტი - საბავშვო ბაღებისა და სხვა შენობების რეაბილიტაცია; 3 პროექტი - წყლის და კანალიზაციის მოწესრიგება; 2 პროექტი - ნაპირსამაგრი სამუშაოები; 8 პროექტი - დასასვენებელი პარკების, გარეგანათებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 4,548,315 ლარის ღირებულების 31 პროექტი დამტკიცდა. 2 პროექტი - გზების რეაბილიტაცია; 16 პროექტი - საბავშვო ბაღების, ბიბლიოთეკისა და კულტურის სახლის რეაბილიტაცია; 10 პროექტი - წყლისა და კანალიზაციის მოწესრიგება; 3 პროექტი - ნაპირსამაგრი და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

სამეგრელო-ზემო სვანეთში 19,941,389 ლარის ღირებულების 39 პროექტი დამტკიცდა. 18 პროექტი - გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია; 7 პროექტი - წყლის, სანიაღვრე არხებისა და კანალიზაციის მოწესრიგება; 3 პროექტი - საბავშვო ბაღებისა და კულტურის სახლების რეაბილიტაცია; 5 პროექტი - კორპუსების გადახურვა, ლიფტების და ეზოების კეთილმოწყობა; 6 პროექტი - სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

გურიაში 8,490,627 ლარის ღირებულების 28 პროექტი დამტკიცდა. 15 პროექტი - გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია; 4 პროექტი - წყლისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგება; 8 პროექტი - საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია; 1 პროექტი - გარეგანათების მოწესრიგება.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან პროექტები მიმდინარე წელს მეორე ეტაპზეც დაფინანსდება. მთლიანობაში, ფონდიდან გამოყოფილი თანხა 180 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. პროექტებს მუნიციპალიტეტები და გუბერნატორები შეიმუშავებენ, თავადვე განსაზღვრავენ პრიორიტეტებს, ხოლო მათი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება. პროექტებს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია ამტკიცებს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი საქართველოს მთავრობა იღებს.