პუბლიკაციები
რუსეთის ჯავახკის დიასპორა “თავისუფალ საქართველოს” პასუხობს

pol-2-an-1-diasporaსაქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი.
პატივცემულო მეგობრებო!
გაოცებული ვართ ქართული პარტია “თავისუფალი საქართველოს” აბსოლუტურად უსაფუძვლო რეაქციით ჩვენს თხოვნა-მიმართვაზე, რომელიც გავაკეთეთ მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ზოგიერთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის და საქართველოს ეკლესიის ზეწოლით სომხებით დასახლებული ქალაქი ახალქალაქი (სამცხე-ჯავახეთის მხარე) პირველი მოსმენით საქართველოს თვითმმართველი ქალაქების სიიდან ამოიღო.

როგორც ცნობილია, კანდიდატურებს თვითმმართველი ქალაქების მერების თანამდებობაზე ახალი კოდექსიის მიხედვით ადგილობრივი მოსახლეობა პირდაპირი კენჭისყრით აირჩევს. უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქ მცხეთის მოსახლეობა ორჯერ ნაკლებია იმავე ახალქალაქზე, ხოლო დაბა ამბროლაურში მოსახლეობა 3 ათასსაც ვერ აღწევს, თუმცა ისინი საქართველოს თვითმმართველი ქალაქების სიაში დატოვეს. განა ეს ობიექტური, დემოკრატიული მიდგომაა?

მას შემდეგ, რაც მასმედიაში ქართული პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული გადაწყვეტილება გავრცელდა, საქართველოს სომხურ თემში, აგრეთვე სამცხე-ჯავახეთის მხარეში მცხოვრებ სომეხ მოსახლეობასა და დიასპორაში საფუძვლიანი გაოცება და შეშფოთება გაჩნდა ახალი კოდექსის მიღებასთან ეროვნული ნიშნით შერჩევით მიდგომასთან დაკავშირებით. ქვეყნის ეთნიკურმა უმცირესობამ ეს, ბუნებრივია, მიიღო, როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ ქსენოფობიისა და ნაციონალიზმის ელემენტების გამოვლინება. აი, სწორედ მაშინ ჩვენ დასაბალანსებლად ვითხოვეთ თუ ეს არა, მაშინ ის მაინც, რომ საქართველოს ხელისუფლებას მხარისთვის ეროვნულ-კულტურული ავტონომიის სტატუსი მიენიჭებინა. განა სამართლიანი არ არის?

თუ ვინმეს კარგად არ ესმის, ვაცნობებთ, რომ ეროვნულ-კულტურული ავტონომიის მიზანი აპრიორი არ არის რაიმე ტერიტორიების გამოყოფა, არამედ განათლების და კულტურული ცხოვრების სხვა სფეროების ორგანიზაციის საკითხების მოგვარება განკერძოებული ეთნიკური ჯგუფისთვის მათ საცხოვრებელ პირობით ტერიტორიაზე. მაშ რა სეპარატიზმზეა ლაპარაკი?

საქართველო ევროპაში მიისწრაფვის და თავის კანონებს ევროპული სტანდარტების მიხედვით სრულყოფს, მაგრამ ამავე დროს ნებისმიერი დემოკრატიული თხოვნა ან მოთხოვნა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მხრიდან შეგნებულად გადაჰყავთ პოლიტიკურ კალაპოტში ეგრეთ წოდებული საფრთხით ან “სეპარატიზმის” გამოვლენით. ძალიან სამწუხაროა, ბატონებო!

პატივისცემით,
საზოგადოებრივი გაერთიანება
“რუსეთის ჯავახკის დიასპორის” გამგეობა