პუბლიკაციები
შესაძლებელია თუ არა ტრანსკავკასიური სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა რუსეთ-აფხაზეთ-საქართველო-სომხეთს შორის?

rkinigza-ucx-2საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. ამ საკითხში უმთავრესია იმის დადგენა, თუ ვისთვის მოიტანს ეს სარგებელს და ვინაა დაინტერესებული ამ ამოცანის გადაჭრით, ასევე, რა ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებს გამოიღებს აღნიშნული სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა ამ პროცესში მონაწილე ქვეყნებისათვის.

ამ პროცესის მონაწილე კი ოთხი მხარეა: რუსეთი-აფხაზეთი-საქართველო-სომხეთი. თითოეული მხარის დაინტერესების ხარისხი სხვადასხვაა. რუსეთი სტრატეგიულ ამოცანებს წყვეტს, სომხეთი - უტილიტარულს, აფხაზეთი - წმინდა ეკონომიკურს. საქართველო იძულებულია არა მარტო თავისი სოციალურ-ჰუმანიტარული და ეკონომიკური ამოცანები, არამედ სერიოზული პოლიტიკური პრობლემებიც გადაჭრას.

ტრანსკავკასიური სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენით, პირველ რიგში, დაინტერესებულია სომხეთი.

სარკინიგზო მიმოსვლაში აფხაზეთის სატრანზიტო როლი ყველასათვის ნათელია.

რუსეთისათვის ამ პროექტის აუცილებლობა, პირველ რიგში, სტრატეგიული ამოცანებითაა გამოწვეული, რადგან მისი აღდგენის შემთხვევაში ირანსა და რუსეთს შორის პირდაპირი მიმოსვლა იქნება, რასაც მოჰყვება სპარსეთის ყურე, ერაყი, დამატებითი გზა ავღანეთისკენ, და ბოლოს, პირდაპირი კავშირი პაკისტანთან, შემდგომ - გზა ინდოეთსა და ინდოეთის ოკეანისკენ. ამასთან დაკავშირებით რუსეთი მზადაა ირან-სომხეთის რკინიგზის აღდგენითი სამუშაოები 2015 წლის შუა ხანებში დაიწყოს.

საქართველოსთვის პირველი პრობლემა ამ საკითხის გადაწყვეტაში თავად აფხაზეთის მონაწილეობაა, რაც პირდაპირ კავშირშია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება მთლიანად დამოკიდებულია გავლენის გარე ფაქტორებზე არა მარტო ეკონომიკაში, არამედ პოლიტიკაშიც.

ucx-2-1
ucx-2-2
ucx-2-3
ucx-2-4
ucx-2-6
ucx-2-7
ucx-2-8