რელიგია
საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გუშინწინ - ა.წ. 8 იანვარს საპატრიარქოსთან მომხდარ ინციდენტს შემდეგნაირად ეხმაურება:
საქართველო ისტორიულად შემწყნარებლობის, განსხვავებულისადმი პატივისცემის ქვეყანაა. სწორედ ამან შეგვანარჩუნებინა ის მრავალფეროვნება, რომლითაც სამართლიანად ვიწონებთ თავს. ჩვენი ქვეყნის ეთნიკური, რელიგიური, კულტურული მრავალფეროვნება („სექსუალური“ პრეზიდენტს აქ რატომღაც დაავიწყდა - საქინფორმი) არის და ყოველთვის უნდა იყოს ამოუწურავი რესურსი დიალოგისა და თანამშრომლობისათვის და არა - დაპირისპირებისათვის.
დღეს საქართველოში მედია თავისუფალია. სწორედ მან უნდა გაუხსნას კარი პრობლემურ საკითხებზე მსჯელობას, იქცეს იმად,რაც არის კიდეც მისი დანიშნულება - საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უწყვეტი დისკუსიის სივრცედ. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივისცემით მოეკიდონ ოპონენტთა მიერ აზრის გამოხატვის კონსტიტუციურ უფლებას. რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს ვინმესთვის ეს აზრები, გამოხატვის უფლება ხელშეუხებელია.“