უცხოეთი
ჟურნალისტი მიხეილ ლეონტიევი „როსნეფტის“ ვიცე-პრეზიდენტი გახდება

leontievსაქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. ტელეჟურნალისტი მიხეილ ლეონტიევი უახლოეს ხანებში კომპანია „როსნეფტში“ დაიწყებს მუშაობას. ამის შესახებ მან “რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში განაცხადა.

„უახლოეს ხანებში სამსახურში გავალ“, - განაცხადა ლეონტიევმა, თუმცა არ დაუზუსტებია, რა თანამდებობას დაიკავებს კომპანიაში. „ჯერჯერობით ოფიციალურად არ დავნიშნულვარ, ამიტომ კომენტარსაც ვერ გავაკეთებ“, - დასძინა მან.

„კომერსანტის“ ცნობით, ტელეწამყვანი სამსახურში 13 იანვრიდან გავა. ამასთან,  „როსნეფტში“ სწორედ ლეონტიევისთვის იქმნება პიარის კუთხით მრჩევლისა და ვიცე-პრეზიდენტის პოსტი.