პოლიტიკა
მერობის კანდიდატად დასახელების შემდეგ დავით ნარმანია თანამდებობას დატოვებს

pol-3-DavitNarmaniaსაქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, მისი მერობის კანდიდატად დასახელების შემდეგ, მზად არის სარჩევნო კოდექსის მიხედვით თანამდებობა დატოვოს.

მას შემდეგ, რაც საარჩევნო კანონმდებლობით საჭირო იქნება თანამდებობის დატოვება, განსაზღვრულ ვადებში პოსტს დავტოვებ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება მის შემცვლელს, ნარმანიას თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ–მინისტრთან იქნება მსჯელობა რის შემდეგაც უკვე კანდიდატი დასახელდება, თუმცა ჯერ ადრეა“, – აღნიშნა ნარმანიამ.