რელიგია
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ,,სუროგატი დედების“ მეშვეობით გაჩენილი ჩვილების შესახებ

rel-1-rus-geo-rpcსაქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. 2013 წლის 25-26 დეკემბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც ეხება რეპროდუქტიული ტექნოლოგიებით, მათ შორის, სუროგატი დედების მიერ დაბადებული ბავშვების საკითხს.

,,საქინფორმი“ აღნიშნული დოკუმენტის შემოკლებულ ვერსიას გთავაზობთ.

,,სერიოზული პრობლემა, რომელსაც ძალიან ხშირად აწყდებიან ოჯახები, არის უშვილობა, რომლის მიზეზი შეიძლება იყოს მეუღლეთაგან ერთ-ერთი. ეკლესია თანაგრძნობას უცხადებს უშვილო ოჯახებს და აძლევს კურთხევას, ილოცონ, რათა მათ მიეცეთ შთამომავლობა, მიმართონ ექიმებს უშვილობის მკურნალობისთვის და ასევე, იშვილონ ბავშვები. უშვილო ოჯახებისთვის სამედინო დახმარების დასაშვებ საშუალებად ეკლესია თვლის, ხელოვნურ განაყოფიერებას ქმრის სათესლე უჯრედების მეშვეობით, თუკი ამ პროცედურის თანმდევი არ არის განაყოფიერებული კვერცხუჯრედების განადგურება, რამდენადაც ის არ არღვევს საქორწინო კავშირებს. ის პრინციპულად არ განსხვავდება ბუნებრივი ჩასახვისაგან და ხდება ცოლ-ქმრული ურთიერთობის კონტექსტში.

რაც შეეხება სუროგატული დედის პრაქტიკას, ის ცალსახად დაგმობილია ეკლესიის მიერ. სუროგატი დედის პრაქტიკის საზოგადოებრივი საფრთხე დაკავშიებულია იმასთან, რომ ხდება თავად ადამიანური ბუნების წარმოდგენის რადიკალური ცვლილებება. ამ შემთხვევაში, ადამიანის უნიკალურობის გაგება იცვლება მისი ბიოლოგიური არსებით.

ამ შემთხვევაში გაგება - ადამიანი, როგორც უნიკალური ინდივიდუალური პირი იცვლება იმიჯით - ადამიანი, როგორც ბიოლოგიური ნიმუში, რომელიც შეიძლება შეიქმნას გენეტიკური მასალების მანიპულირებით. ეკლესია ღიაა ყველა ადამიანისთვის, რომელიც ისწრაფვის ხსნისკენ, ნათლობა არის საიდუმლო, რომლითაც ადამიანი ხდება ეკლესიის წევრი და რაც თავის თავში გულისხმობს თანხმობას იმისას, ვინც ინათლება თავისი რწმენით. ნათლობის საიდუმლო სრულდება ეკლესიის მიერ, როგორც ზრდასრულებზე, ასევე ჩვილებზე. ზრდასრულები ნათლობაზე დაიშვებიან შესაბამისი მომზადების შემდეგ, როცა ისინი ამის შესახებ გააცხადებენ. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებას ნათლობის დროსთან დაკავშირებით იღებს მოძღვარი, ხოლო ჩვილების ნათლობისას, მასზე თანხმობას აძლევენ მშობლები ან ნათლიები.

რაც შეეხება სუროგატული დედის მიერ დაბადებული ჩვილების მონათვლის საკითხს, ამ შემთხვევაში, აუცილებელია გავითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები:

ერთის მხრივ, ნებისმიერი ახალშობილი შეიძლება იყოს მონათულული. ბავშმა არ უნდა აგოს პასუხი მშობლის მაგივრად და არ არის დამნაშავე იმაში, რომ მისი გაჩენა არის დაკავშირებული რეპროდუქტიულ ტექნოლოგიებთან, რომელსაც გმობს ეკლესია.

მეორეს მხრივ პასუხისმგებლობა ახალშობილის აღზრდაში ეკუთვნის მშობლებსა და ნათლიებს. თუ მშობლებს არ გააჩნიათ სინანულის გრძნობა იმის მიმართ თუ რა ჩაიდინეს, ხოლო ნათლიები არ გმობენ ცოდვილ ქმედებას, მაშინ ქრისტიანულ აღზრდაზე ლაპრაკი ზედმეტია. ამ შემთხვევაში ნათლობაზე უარის თქმა შეესაბამება მართმადიდებლურ ტრადიციას. ასეთი უარის თქმით საზოგადოება მიიღებს ეკლესიიდან სიგნალს იმაზე, რომ სუროგატობა არის მართმადიდებლობისთვის მიუღებელი. როდესაც ეკლესიაში მოჰყავთ ბავშვი, რომელიც დაბადებულია სუროგატი დედის მიერ, მისი მონათვლის საკითხი უნდა გადაწყვიტოს ეპარქიის ხელმძღვანელმა ეპისკოპოსმა, რომელმაც უნდა იხელმძღვანელოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმ ნორმებით, რომელიც აღწერილია ამ დოკუმენტში. ეპისკოპოსის კურთხევის გარეშე ნათლობის საიდუმლოს შესრულება მღვდლის მიერ გახდება აღნიშნული მღვდლის მიმართ კანონიკური აკრძალვების დაწესების საფუძველი. სიკვდილის საფრთხის შემთხვევაში ბავშვის მონათვლა დასაშვებია ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად მათი დაბადების გარემოებებისა. აღნიშნული პოზიცია ეფუძნება ეკლესიის სწავლებას“, - ნათქვამია რუსეთის საპატრიარქოს სინოდის მიერ მიღებულ სპეციალურ დოკუმენტში.