უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი - სპორტის სამყაროში მეორე ყველაზე გავლენიანი კაცი

zarub-3-vtoroiსაქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის ანალიტიკურმა სააგენტო Around the Rings-მა გამოაქვეყნა სპორტის სამყაროში 25 ყველაზე გავლენიანი ადამიანის ყოველწლიური რეიტინგი-პროგნოზი 2014 წლისათვის - Golden 25.

Golden 25-ის რიგით მე-18  სია წარმატებული გამოდგა რუსეთისთვის: პირველად მასში ერთბაშად ოთხი რუსია წარმოდგენილი.

2014 წელს ოლიმპიური მოძრაობის მეორე ყველაზე გავლენიანი კაცი გახდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, - იუწყება  სპორტული ინფორმაციის სააგენტო „ვეს სპორტ". ამერიკელმა ანალიტიკოსებმა მასზე მაღლა მხოლოდ  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი თომას ბახი დააყენეს.

პირველად გამოჩნდა სიაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი რუსეთიდან, ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ალექსანდრე პოპოვი - ის მე-20 ადგილზეა. ვიცე-პრემიერმა დიმიტრი კოზაკმა და "სოჭი 2014"-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტმა დიმიტრი ჩერნიშენკომ რეიტინგში მეექვსე პოზიცია გაიყვეს.

ბახისა და პუტინის შემდეგ სიაში  ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი იოზეფ ბლატერია (შვეიცარია), მეხუთე პოზიცია რეიტინგში - ბრაზილიის პრეზიდენტმა დილმა რუსეფმა დაიკავა (შეგახსენებთ, რომ მისი ქვეყანა ამ ზაფხულს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს), საპატიო მე-8 ადგილი ერგო უნგრელ მარიუს ვიზერს - ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელსა და SportAccord-ის პრეზიდენტს.