კვლევის თანახმად, მეორე ყველაზე აგრესიული სახელმწიფო პაკისტანია, რომელსაც მსოფლიოში მშვიდობისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ რესპონდენტთა 8% მიიჩნევს. ჩინეთმა მსოფლიოში ყველაზე საშიში ქვეყნების სამეული დააგვირგვინა - მას გამოკითხულთა 6% უფრთხის. მსოფლიოს ყოველი მეოცე მკვიდრი დარწმუნებულია, რომ ყველაზე დიდ საფრთხეს მსოფლიო წესრიგისათვის დღეს ავღანეთი, ირანი, ისრაელი და ჩრდილოეთ კორეა წარმოადგენენ, რომლებმაც გლობალურ სიაში მეოთხე ადგილი გაიზიარეს.
ასევე აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველაზე მებრძოლ სახელმწიფოდ მიიჩნევენ არა მხოლოდ ანტაგონისტური ქვეყნები და ამერიკული სამხედრო ინტერვენციით დაზარალებული ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოები, არამედ ნატოს წევრი ქვეყნებიც, როგორიცაა თურქეთი და საბერძნეთი. თვით ამერიკის მოქალაქეთა 13% დარწმუნებულია, რომ მათ ქვეყანას ყველაზე მეტად შეუძლია დაარღვიოს გლობალური სტატუს-კვო.
უკრაინელ რესპონდენტთა მესამედი (12%) მხარს უჭერს საყოველთაო მშვიდობის ტენდენციას და აშშ-ს მსოფლიოში მშვიდობის მთავარ საფრთხეს უწოდებს, ხოლო ყოველი მეათე მცხოვრები თვლის, რომ გლობალური მშვიდობისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ერაყი წარმოადგენს.