პოლიტოლოგი: "$ 15 მილიარდის შესახებ შეთანხმება პუტინის ტიპური ხუმრობაა"
საქართველო, 8 იანვარი,
საქინფორმი. "რუსეთ-უკრაინის შეთანხმებაში პუტინის სასტიკი ხუმრობაა, - წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე პლეხანოვის სახელობის რუსეთის ეკონომიკური უნივერსიტეტის პრორექტორი
სერგეი მარკოვი, - ამ ფულს რუსეთი ევროკავშირსა და აშშ-დან იღებს”.
პოლიტოლოგი იხსენებს ვლადიმერ პუტინის ნათქვამს იმის შესახებ, რომ ამ ფულს რუსეთის ბიუჯეტიდან კი არა, ნაციონალური კეთილდღეობის ფონდიდან აიღებენ. "ეს ფონდი კი, - აცხადებს მარკოვი, - ევროკავშირისა და აშშ-ის ფასიან ქაღალდებშია დაბანდებული. მაშასადამე, მას იქიდან წამოიღებენ. გამოდის, რომ უკრაინას სესხს მისცემენ მათ ხარჯზე, ვინც ევროკავშირსა და აშშ-ში ბობოქარ ანტირუსულ ისტერიას აქეზებდა კიევში. მკაცრი ხუმრობაა. პუტინის სტილში. განაწყენებულებს შეუძლიათ კუთხეში განმარტოვდნენ და იტირონ".