რელიგია
ილია მეორე: “ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს ჩვენი ტრადიციული შეხედულებები და საშუალება მოგვცეს, არ დავნერგოთ აქ ერთსქესიანთა “ქორწინების” და ერთსქესიანი “ოჯახების” იდეალები!

pol-1-rel-2-surogatსაქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის არქიეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეს საშობაო ეპისტოლეში, რომელიც 2014 წლის 7 იანვრის ღამეს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წაიკითხეს, კერძოდ, ნათქვამია:

“ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს ჩვენი ტრადიციული შეხედულებები და საშუალება მოგვცეს, არ დავნერგოთ აქ ერთსქესიანთა “ქორწინების” და ერთსქესიანი “ოჯახების” იდეალები!”

დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძარში რამდენიმე ათასი მართლმადიდებელი მორწმუნე შეიკრიბა. იქ იყო მთავრობის თითქმის მთელი შემადგენლობაც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით (იხ. ვიდეო საქინფორმის მთავარ გვერდზე).

პატრიარქი მიესალმა საქართველოში ევროკავშირის ელჩის ფილიპ დიმიტროვის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროინტეგრაციის პირობად ერთსქესიანთა ქორწინების აღიარებას არ აყენებს. “ეს კარგი განცხადებაა, რადგან ქორწინებაზე საქართველოს მცხოვრებთა ტრადიციული შეხედულებების შენარჩუნებისას ის ევროპისკენ ჩვენი ქვეყნის სწრაფვას უფრო გააღრმავებს”, - აღნიშნა ილია მეორემ.

პატრიარქმა, აგრეთვე, უკმაყოფილება გამოხატა იმით, რომ საქსუალური უმცირესობების მოქმედება და შეხედულებები დემოკრატიულ მისწრაფებად ცხადდება, ხოლო ეკლესიის პოზიციას მკაცრად აკრიტიკებენ და ის “დისკრედიტირების ნიაღვარში ექცევა”. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აბორტისა და სუროგაციის აკრძალვასაც დაუჭირა მხარი.