საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სერიოზულად აფერხებს აშშ-ის ტერიტორიაზე გლობალური სანავიგაციო თანამგზავრული სისტემის სიგნალის მაკორექტირებელი სადგურის მშენებლობას, - იუწყება The New York Times.
დებულებას გლობალური სანავიგაციო თანამგზავრული სისტემის სადგურების თაობაზე შეიცავს ობამას მიერ ხელმოაწერილი კანონი აშშ-ის 2014 წლის თავდაცვის ხარჯების შესახებ.შესაბამისად, ახალი კანონით სადგურის მშენებლობა აშშ-ის ტერიტორიაზე შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავდაცვის მინისტრი და ნაციონალური დაზვერვის დირექტორი დაარწმუნებენს კონგრესს, რომ ეს ობიექტები არ იქნება გამოყენებული შეერთებული შტატების წინააღმდეგ სადაზვერვო საქმიანობისათვის, არ აამაღლებენ რუსეთის შეიარაღების ეფექტიანობას, არ დაასუსტებენ აშშ-ის ანალოგიურ სისტემა GPS-ის პოზიციას კომერციულ ბაზარზე და გადასცემენ მხოლოდ დაუფარავ, დაუშიფრავ მონაცემებს.
კონგრესმენმა რესპუბლიკური პარტიიდან ანონიმურობის დაცვის პირობით განუმარტა გაზეთს, რომ ეს დებულება მიღებულ იქნა იმისათვის, რათა გლობალური სანავიგაციო თანამგზავრული სისტემის სადგურის მშენებლობა შეუძლებლად აქციოს.
ნოემბერში New York Times იტყობინებოდა, რომ აშშ-ის სპეცსასახურები და თავდაცვის სამინისტრო აპროტესტებდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის გეგმებს, რომ გაეცა ნებართვა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე გლობალური სანავიგაციო თანამგზავრული სისტემის დიფერენციალური კორექციისა და მონიტორინგის რამდენიმე სადგურის მშენებლობაზე.