უცხოეთი
პუტინმა რუსებს ახალი წელი მიულოცა და მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა

1-ucx-2-putin-pozdravilსაქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2014 წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე გააკეთა ვიდეომიმართვა, რომელშიც ტრადიციულად შეაჯამა გასული წლის შედეგები. ამ ახალ წელს  სახელმწიფოს მეთაური შორეული აღმოსავლეთის მოსახლეობასთან ერთდ შეხვდა.

"წელს, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მოგმართავთ საახალწლო გზავნილით არა როგორც ყოველთვის, მოსკოვის კრემლიდან, არამედ შორეული აღმოსავლეთიდან, სადაც ჩამოვედი, რათა ახალ წელს შევხვედროდი მათთან ერთად, ვინც ღირსეულად გაუძლო სტიქიის გამოცდას, მაგრამ ჯერ არ შეუძლია დღესასწაულ საკუთარ სახლში. და მათთან ერთად მინდა მივულოცო მთელ ქვეყანას, ავწიო ჭიქა ჩვენი ხალხისათვის და ჯანმრთელობა ვუსურვო ყველას, ვინც მედგრად ებრძოდ წყალდიდობას, ვინც გულმოწყალბა და უანგარო ხელგაშლილობა გამოამჟღავნა", - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

თავის გამოსვლაში ვლადიმერ პუტინმა ისაუბრა რიგ გამოწვევებზე, რომლებთან გამკლავებაც მოუხდათ რუსებს 2013 წელს.

"გასულ წელს ჩვენ შევეჯახეთ პრობლემებს და მიიღეთ სერიოზულ გამოწვევები, მათ შორის ისეთიც, როგორიც იყო არაადამიანური ტერორისტული აქტები ვოლგოგრადში და უპრეცედენტო მასშტაბის სტიქიური კატასტროფები შორეულ აღმოსავლეთში. გაოცდის ჟამს რუსეთი ყოველთვის ერთიანი და შედუღაბებულია", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა ის მიღწევები, რომლებიც რუსეთს 2013 წელს ჰქონდა.

"ამავე დროს, ჩვენ  ბევრსაც მივაღწიეთ გასულ წელს: ჩვენი ქვეყანა გახდა უკეთესი, უფრო მდიდარი, ის დაბეჯითებით იცავს თავის ინტერესებს საერთაშორისო საქმეებში. და ამიტომ დღეს, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ გულწრფელად გვიხარია ახალი წლის შემობრძანება. ვხვდებით მას იმედითა და მომავლის ოცნებებით.  ჩვენ ოპტიმისტურად შევცქერით მომავალს, გულწრფელად გვჯერა უკეთესობის, იღბლისა და წარმატების. და თითოეული ჩვენგანი აცნობიერებს, რომ კეთილდღეობა არ მოვა თავისთავად, ის მიიღწევა დაძაბული შრომისა და პირადი მიღწევების შედეგად. ამ მიღწევებისგან ყალიბდება ჩვენი სამშობლოს ბედიც", - განაცხადა პუტინმა.