რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “ტერაქტები დასავლეთის სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული საგანგებოდ სტალინგრადში, სსრკ-ის შექმნის დღეს, სოჭის ოლიმპიადის წინ!” - საქინფორმის მთავარი რედაქტორის პასუხი ისრაელელ პოლიტოლოგ ავიგდორ ესკინს

1-pol-1-red-1-arno-teraktპატივცემულო ავიგდორ! მადლობას გიხდით 2013 წლის 29 - 30 დეკემბერს ვოლგოგრადში მომხდარი ტრაგედიის გულწრფელი განცდის გამო. წავიკითხე რა თქვენი რეკომენდაცია Facebook-ში - მაქვს ერთი მარტივი რეკომენდაცია რუსი მეგობრებისთვის: დაუყოვნებლივ კონტროლზე აიყვანონ არამუსლიმანური, არააზიური და არაკავკასიური წარმომავლობის ყველა პირი, რომლებმაც ისლამი მიიღეს. შესაძლოა, პრევენციული დაპატიმრებების ჩატარება მოუხდეთ. მათი დამუშავება უნდა დაიწყონ და გავიდნენ მათ ახლო გარემოცვაზე, რომელიც უკვე უპირატესად აზიური ან კავკასიური იქნება. ვეცდები, ეს მკვეთრად და უაპელაციოდ გამოვთქვა: რუსეთის ხელისუფლებას კონტროლზე რომ აეყვანა ყველა მუსლიმანი ნეოფიტი ბოლო წლებში (რუსები, უკრაინელები და სხვა არამუსლიმანური წარმოშობის პირები), ბოლო ტერაქტების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი აზრი. თუ არ მეთანხმებით, რატომ? და რა მიგაჩნიათ უფრო ეფექტიანად?” - მინდა გამოვთქვა ჩემი, თქვენისაგან რამდენადმე განსხვავებული აზრი.

საკვირველია, რომ ყველა ავტორიტეტული ექსპერტი, პოლიტოლოგი და პოლიტიკოსი რატომღაც დაავადების მიზეზთან კი არა, მის შედეგებთან ბრძოლას გვთავაზობს - ანუ “სურდოსა და ტემპერატურასთან” და არა “გრიპის ეპიდემიის გამომწვევ ვირუსთან”. ოპერატიული-საგამოძიებო ღონისძიებები, დაპატიმრებები, ტოტალური კონტროლი და მოსმენა - ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რადგან “გრიპით დაავადებულებს” ხომ უნდა ვუმკურნალოთ: წვეთები ცხვირში, ასპირინი, ანტიბიოტიკი და 100 გრამი არაყიც კი. მაგრამ გრიპის ვირუსი, როგორც ვხედავთ, მუტაციას განიცდის და ყოველწლიურად უფრო ძლიერი ხდება - ავიგდორ, განა ადრე გრიპისგან იხოცებოდნენ, როგორც დღეს?!

მიმაჩნია, რომ ეს ტერაქტები ორგანიზებული იყო დასავლეთის სპეცსამსახურების მიერ და საგანგებოდ განხორციელდა სტალინგრადში სსრკ-ის შექმნის დღეს - 30 დეკემბერს, სოჭის ზამთრის XXII ოლიმპიურ თამაშებამდე თვეზე ოდნავ მეტით ადრე. “საახალწლო საჩუქარიპრეზიდენტს პუტინს მიართვეს მათ, ვინც გაცოფებულია რუსეთის წარმატებებით 2013 წელს - მისი როლით ირანის და სირიის პრობლემების მოგვარებაში, მიღწევებით საბაჟო კავშირის შექმნაში, ხელშეკრულებებით უკრაინასთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან, სნოუდენის გადარჩენით, რომელმაც აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს მთელ მსოფლიოში გაუტეხა სახელი.

ამგვარად, დამკვეთების თაობაზე - ყველაფერი ნათელია, მაგრამ განა დიდი განსხვავებაა - ვინ არიან ტერაქტის უშუალო შემსრულებლები?! შეუძლებელია ყველა რეალურ თუ პოტენციურ ტერორისტს პოლიციელი მიუჩინო, ტერორს სხვა, მათ შორის - პოლიტიკური მეთოდებით უნდა ებრძოლო. სხვათაშორის, რაღაც არასოდეს მსმენია პეკინში ტერაქტების შესახებ. თქვენ, ავიგდორ?

დასავლეთის ლიდერებმა - გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, აშშ-ის - ყველამ, ვინც ორიოდე კვირის წინ სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადა (ვითომდა პუტინის კანონის გამო “არასრულწლოვანთა შორის ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ”) - აი, ვინ შექმნა ამ ტერაქტების ფონი! ოლიმპიადა-2014-ის იგნორირებით ამ დასავლური სახელმწიფოების ხელმძღვანელებმა ხაზი გაუსვეს: “ჩვენ იქ არ ჩავალთ, იმიტომ რომ იქ - სამართლებრივი განუკითხაობაა, ადამიანის უფლებები ირღვევა, ამიტომ რუსეთს ელემენტარული უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ შეუძლია!”. მაგრამ განა ეს ყველაფერი ჩვენ უკვე არ გავიარეთ 1980 წელს - მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიადის წინ, რომელსაც ბოიკოტი ვითომდა ავღანეთში საბჭოთა ჯარების გამო გამოუცხადეს?! დღეს კი განა მათი ჯარები  არ ტოვებენ დაუმორჩილებელ ავღანეთს და გზაში ნაღმებზე ფეთქდებიან?! მათტერორიზმიდაამარცხეს თუ ავღანეთსა და ერაყში ნატოს მისიის შემდეგ ტერაქტები მხოლოდ გახშირდა?

პუტინისთვის წასაყენებელი მათ უკვე აღარაფერი აქვთ: ბერეზოვსკიმ სიკვდილის წინ მწარედ მოინანია პუტინის წინაშე, ხოდორკოვსკიმ პუტინს შეწყალება სთხოვა და შეწყალებული იქნა, შეიწყალეს Pussy Riot-ც და ხულიგანი გრინპისელებიც, დაიწყო “ბოლოტნაიას” ორგანიზატორების მონანიებები, რიგში - “მაიდნელების” ლუსტრაცია და მონანიებაა. დარჩა მხოლოდ ჩვენი ბავშვების გარყვნის აკრძალვა, მაგრამ კანონისთვის, რომელიც ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას კრძალავს, რუსეთის პრეზიდენტის კრიტიკა უკვე ხელსაყრელი აღარ არის, საჭირო იყო სასწრაფოდ რაღაცის მოფიქრება... და მოიფიქრეს აფეთქებები გმირ ქალაქ სტალინგრადში (იგივე ვოლგოგრადი, იგივე ცარიცინი) - იქ, სადაც ერთიანი სსრკ-ის ხალხებმა 1942-1943 წლებში ფაშიზმი ხერხემალში გადატეხეს და მსოფლიო იხსნეს (ავიგდორ, რატომ სძულს ზოგიერთს მადლიერება და სიკეთეს შავი უმადურობით პასუხობს?).

ამით დასავლეთმა სცადა კიდევ ერთხელ დაერტყა პუტინისთვის - აქაოდა, არც ისე გავლენიანი ხარ - 2013 წელსაც Forbes-ის და The Times-ის მიერ წლის ადამიანად აღიარებულო პუტინო! ასე რომ, ჯობს, წესრიგს საკუთარ რუსეთში მიხედო, მსოფლიო წესრიგს კი, როგორც ყოველთვის, ჩვენ ვადევნებთ თვალს!

მაგრამ მათ ვერ გათვალეს, რომ თავისისილაპუტინს კი არ გააწნეს, არამედ გამოწვევა გამოგვიგზავნეს ჩვენ ყველას - ოდესღაც ერთიანი მძლავრი ქვეყნის ხალხებს, რომლის მხოლოდ გახსენებაც კი მათში პანიკურ შიშს იწვევს. ჩვენ გვამოწმებენ - დავდგებით თუ არა ისევ ერთად, როგორც სტალინგრადში, მთავარსარდალი სტალინის დროს, თუ დასავლურმა ევროატლანტიკურმა “ფასეულობებმა” უკვე საკმარისად გამოგვჭამა, როგორც მათმა “მაკდონალდსებმა” და “კოკა კოლებმა” - ჩვენი კუჭები?

რას ვუპასუხებთ? გვესმის თუ არა, რომ აფეთქებები გაისმა არა მარტო ვოლგოგრადში, არამედ თბილისში, მოსკოვში, ბაქოში, ერევანში, კიევში, მინსკში, ასტანაში - ყველა ქალაქში ჩვენი ოდესღაც ერთიანი ქვეყნისა, რომელიც დღეს ისევ თანდათან ერთიანდება ახალ კავშირში - ევრაზიულში?! გახდება თუ არა ეს ტკივილი და ტრაგედია საერთო ტკივილი და ტრაგედია, თუ ის საახალწლო სუფრასთან შესმული პირველივე ჭიქა შამპანურის მერე დაგვავიწყდა და გულში უმსგავსოდ გვიხაროდა, რომ ეს ჩვენ არ დაგვემართა? განა ცოტაა ასეთი მათ შორის, ვინც ახლა ამ სტრიქონებს კითხულობს?!

ამიტომ, პატივცემულო ავიგდორ, გამოსავალი აქ - არა მარტო ოპერატიულ ღონისძიებებში, დაპატიმრებებში, ტოტალურ კონტროლში და არა იმდენად პოლიტიკაშია, არამედ ყველა ჩვენგანში - მხოლოდ შეგნებული და მოტივირებული საზოგადოება შეძლებს საკადრისი პასუხი გასცეს ტერორიზმს! 100%-იანი გარანტია აქ ვერ იქნება, მაგრამ ტერაქტების ალბათობა მინიმუმადე იქნება დაყვანილი, თუ ჩვენი ხალხები, როგორც ეს უკვე იყო ჩვენს ისტორიაში, ისევ გაერთიანდებიან საერთო მტრის - მათ წინააღმდეგ, ვისაც არ სურს, რომ შემდგარი, მეგობრულ კავშირში გაერთიანებული სახელმწიფოები გვქონდეს! მხოლოდ მაშინ ტერორისტებს ფეხქვეშ მიწა დაეწვებათ! ეს მაშინ მოხდება, როდესაც აღარ შეგვრცხვება ჩვენი სახელოვანი ისტორიის და ვოლგოგრადი ისევ სტალინგრადი გახდება! აი მაშინ ისევ დავიწყებთ საკუთარი თავის პატივისცემას და ჩვენი მტრებიც ჩვენ მიმართ უმალ პატივისცემით განიმსჭვალებიან! აი, რით უნდა დავიწყოთ, პატივცემულო ავიგდორ - საზოგადოებრივი ცნობიერებით.

რაც შეეხება უშუალო შემსრულებლებს, მიმაჩნია, რომ ფანატიკოსი-თვითმკვლელების გამო უმკაცრესად უნდა დაისაჯონ ოპერატიული ღონისძიებების შედეგად გამოვლენილი მათი თანამოაზრეები, ახლობლები, თანამოსაგრეები, მეგობრები, ნათესავები, ოჯახები - ყველა მცველი იმ გველის ბუდეებისა, სადაც მსგავსი ქვეწარმავლები მრავლდებიან და ტერაქტები იგეგმება! მხოლოდ სასჯელის უმაღლესმა ზომამ ტერორში ყველა მონაწილისთვის, ჩვენი ქალაქების  მასობრივმა წმენდამ, სავიზო და საპასპორტო რეჟიმის (რომელიც, სხვათაშორის, საქართველოში გაუქმებულია) უკიდურესად გამკაცრებამ მოქალაქეთა მიერ სპეცსამსახურების საყოველთაო მხარდაჭერის ფონზე შესაძლოა სასურველი შედეგი მოგვცეს - ან ჩვენ მათ გავანადგურებთ, ან ისინი აგვაფეთქებენ სადგურებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ბაზრებში და ჩვენსავე ბინებში!

ხოლო როდესაც თითოეული ტერაქტი ადეკვატურ პასუხს მიიღებს და მის გამო ტერორისტების ზემოხსენებული გარემოცვიდან ბევრად მეტი დაზარალდება, ისინი ათასჯერ დაფიქრდებიან, ვიდრე ისევ წავიდოდნენ ამაზე! მათ წინააღმდეგ უნდა აღდგნენ მათივე სულიერი ლიდერები, ეროვნული ავტორიტეტები, უხუცესები, თანატომელები, თანამემამულეები, მეზობლები, ცოლები და შვილები, რომლებიც, მათი გამოისობით, მუდმივად იმის შიშში იცხოვრებენ, რომ კონტრტერორისტული ოპერაციის მსვლელობისას შემთხვევით მათ გაანადგურებენ.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2013 წლის 31 დეკემბერი
საქართველო, თბილისი