უცხოეთი
პუტინმა სეპარატიზმის წაქეზებითვის სასჯელი შემოიღო

1-ucx-3-separatizmსაქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს "რფ-ის სისხლის საართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომელიც სეპარატიზმისკენ მოწოდებისათვის პასუხისგებას ითვალისწინებს. დოკუმენტი "როსიისკაია გაზეტას" ფურცლებზე გამოქვეყნდა.

კანონი რფ-ის სახელმწიფო დუმამ 2013 წლის 20 დეკემბერს მიიღო. იგი მიმდინარე წლის 25 დეკემბერს ფედერაციის საბჭომ მოიწონა.

"რფ-ის ტერიტორიული მთლიანობის რღვევის განხორციელებისკენ მიმართული საჯარო მოწოდებები ისჯება 300 ათას რუბლამდე ან ორ წლამდე პერიოდში ხელფასისა ანდა სხვა შემოსავლის ოდენობის ჯარიმით, ან სამასი საათი იძულებითი სამუშაოებით, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე", - ნათქვამია გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

იგივე ქმედება, ჩადენილი მედიის, მათ შორის საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელების, მათ შორის, ინტერნეტის გამოყენებით, ითვალისწინებს სასჯელს 480-საათიანი იძულებითი შრომის  სახით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

კანონი ძალაში შედის 2014 წლის 9 მაისს.