უცხოეთი
საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინის ხელისუფლება ელის, რომ ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი სავაჭრო ზონის შეთანხმებაზე ხელმოწერის პირველ ეტაპზე მიყენებული ზარალი ანაზღაურდება, - განაცხადა უკრაინის პრემიერმა ნიკოლაი აზაროვმა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკავშირთან უკრაინის უარყოფითმა სავაჭრო სალდომ 10 მილიარდი ევრო შეადგინა. აზაროვმა აღნიშნა, რომ ოფიციალურმა კიევმა რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო პრობლემების არსებობის პერიოდში დახმარების თხოვნით ევროკავშირს მიმართა.
"როდესაც რუსეთთან სავაჭრო მიმოქცევაში სირთულეები შეგვექმნა, ჩვენ შევთავაზეთ პარტნიორებს: შეიძინეთ ჩვენი ვაგონები. არ უნდათ", - განაცხადა აზაროვმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უარი თქვა უკრაინის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროდუქტების იმპორტის გაზრდაზე.