უცხოეთი
სტუდენტმა გოგონამ მაიდანის შემდეგ facebook-ზე სკანდალური მიმართვა გამოქვეყნა

1-studentka-ucx2საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. მინდა გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები  კიევში ევრომაიდანის სიტუაციასთან დაკავშირებით. მე ივანოვო-ფრანკოვიდან ვარ, ჩემმა თანაინსტიტუტელმა მეგობრებმა შემომთავაზეს კიევში გამგზავრება 13 დეკემბერს რევოლუციაზე, მე ნამდვილად ძალიან შორს ვარ პოლიტიკიდან, მაგრამ ის ფაქტი, რომ ავტობუსი უფასოდ ჩაგვიყვანდა მეგობრებთან ერთად კიევში, დადებითად აღვიქვი.  კიევში ჩასულებს რამდენიმე ადამიანი დაგვხვდა. დედაქალაქში ვერც გავისეირნე. ჩვენ ფაქტობრივად გვიბრძანეს დაუყოვნებლივ წასვლა მაიდანზე და გვითხრეს, რომ თუ მომდევნო დღეებში მაიდანს დავტოვებდით, ინსტიტუტში ამ დღეებს გაცდენილად ჩაგვითვლიდნენ.

წავედით მაიდანზე. სიტუაცია იქ ძალიან უცნაური იყო, ცოტა შემეშინდა კიდეც. ვიღაც ბიჭები  ერთმანეთზე ცდიდნენ საბრძოლო ილეთებს, ერთმანეთს ჯოხებსაც ურტყამდნენ და პლასტმასის ხელნაკეთი ფარის ტესტირებას ახდენდნენ. რისთვის ემზადებოდნენ ეს ბიჭები, არ ვიცი და არ მაინტერესებს. მე ასევე შევესწარი, როგორ მოჰქონდათ სატვირთო მანქანებს ბევრი შეშა, სატვირთო ავტომანქანის მძღოლები იერსახით არ გვგავდნენ და პოლონურის მსგავს ენაზე ლაპარაკობდნენ. სატვირთო მანქანებს დიდი რაოდენობით საკვებიც მოჰქონდათ ყოველ დილით, მათ შორის მწნილი, ძეხვი, ყველი, ბეკონი. დესერტად იყო შოკოლადები, ნამცხვარი, ჩაი, ყავა. გვითხრეს, რომ ეს მოჰქონდა ხალხს, ვისთვისაც სულერთი არ არის უკრაინის ბედი. რამდენადაც მივხვდი, ჩვენი ბედი სულერთი არ არის პოლონელებისთვის, რადგან პირადად მე არ მინახავს არც ერთი უკრაინელი, ვინც თბილი ტანსაცმელი და საკვები მოიტანა.

არაერთხელ შევესწარი ლოთობას და არა მარტო ამას. მთელი მაიდანი ნარკოტიკების მომხმარებელთა ბუდეს ჰგავს. კარვებში ხალხი სვამს და ნარკოტიკებსაც მოიხმარს. ასევე მაიდანზე  უფასოდ რიგდება პრეზერვატივები, გარყვნილებაა ყოველ კუთხეში. პირველივე დღეებიდან მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, აქედან როგორ გავქცეულიყავი. ყველაზე საწყენი ისაა, რომ ბევრი ჩემი მეგობარი გოგონა პირდაპირი მიშვნელობით მაიდანის მსხვერპლი გახდა. მაიდანმა ისინი მთლიანად დაიმონა, ლოცვასავით გაჰყვიროდნენ „დიდება უკრაინას“, ეცნობოდნენ ბიჭებს და ხშირად ღამეს ათევდნენ მათ კარვებში.

მაიდნის ყოველი დილა იწყებოდა პატრიოტული შეძახილებით: გაუმარჯოს უკრაინას - გმირებს დიდება, რაც ერთგვარ ჰიპნოზს ჰგავდა. ნაშუადღევს მოდიოდა სამუშაო ჯგუფი და გვეკითხებოდა, გვესმოდა თუ არა, რატომ ვართ მაიდანზე, რაზეც ყველა პასუხობდა, რომ აქ ქვეყნის მომავლისთვის დგანან და უკრაინას მოსკალებსა და პუტინს არ დაუთმობენ. ხალხს აგიტაციას უწევდნენ, წინააღმდეგობა გაეწიათ ხელისუფლებისთვის, თუკი ამის საჭიროება დადგებოდა და არიგებდნენ პროკლამაციებს ინსტრუქციებით, თუ როგორ უნდა გვცმოდა და როგორ გაგვეწია წინააღმდეგობა.

ამ მოგზაურობის შედეგად დავავადდი, სამუდამოდ დავკარგე მეგობრები, რომლებიც არაადეკვატური გახდნენ. დღეს ეს პოსტი იმიტომ დავდე, რომ ჩუმად ყოფნა და იმის ყურება,  რასაც ტელევიზიით აჩვენებენ, აღარ შემიძლია. ევრომაიდანი - ესაა ყველაზე დიდი საშინელება, რაც ცხოვრებაში შემემთხვა!