უცხოეთი
საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. ალბანეთში და კოსოვოში საშობაო დღესასწაულებისას სანტა კლაუსად გადაცმულმა დამნაშავეებმა საიუველირო მაღაზიებზე ორი შეიარაღებული თავდასხა განახორციელეს, - იუწყება სააგენტო France Presse.
ხუთშაბათს სამი "სანტა კლაუსისგან" შემდგარმა ბანდამ კოსოვოს ქალაქ პრიზრენში საიუველირო მაღაზია გაძარცვა. ამ თავდასხმისას ორი ადამიანი დაიჭრა.
ჯერჯერობით უცნობია, ეს მძარცველთა ერთი და იმავე ბანდის ნამოქმედარია თუ სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფებისა.