უცხოეთი
შეთანხმების ინსტიტუციურ ნაწილში განისაზღვრება ევრაზიის კავშირის საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსი, მისი შექმნის მიზნები და საქმიანობის პრინციპები - აღნიშნა პუტინმა. მისი თქმით, რუსეთის, ყაზახეთის და ბელარუსის გაერთიანების მთავარი მიზანი მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებაა. ევრაზიული კავშირი ურთიერთხელსაყრელ საფუძველზე „ინტეგრაციული სამეულის“ ქვეყნების თანაშრომლობისა და კონკურენტუნარიანობის განვითარებას გეგმავს. შეთანხმების მომდევნო ნაწილი, რომელიც უნდა შეთანხმდეს მხარეების მიერ, ფუნქციურ (დარგობრივ) პოლიტიკას ეძღვნება.
პუტინმა განაცხადა, რომ ევრაზიის კავშირის შესახებ შეთანხმების პროექტის ტექსტი ხელმოსაწერად მზად უნდა იყოს 2014 წლის 1 მაისს, რის შემდეგაც დოკუმენტი განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება. მისივე თქმით, ევრაზიის კავშირი მუშაობას 2015 წლის 1 იანვრიდან უნდა შეუდგეს.