უცხოეთი
საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინაში ჟურნალისტ ტატიანა ჩორნოვოლზე თავდასხმასა და ცემაში ეჭვმიტანილი ორი მამაკაცი დააკავეს. ჟურნალისტზე თავდასხმაში კიდევ სამი სხვა მამაკაცის ხელი ურევია, რომელთა ვინაობა უკვე დადგინდა.
გამოძიების მონაცემებით, ტატიანა ჩორნოვოლს უხეშად გადაუჭრეს გზა, როდესაც იგი მანქანით მოძრაობდა. ამის შემდეგ უცნობებმა პორტალ “ლევი ბერეგის“ რედაქტორი მანქანიდან გადმოიყვანეს და სცემეს. მისი მანქანა კი გამტაცებლებმა თხრილში ჩააგდეს.
ქალს ტვინის შერყევა და მრავლობითი დაჟეჟილობა დაუდგინდა.
ტატიანა ჩორნოვოლი უკრაინაში ცნობილია არა მარტო კორუფციული სქემების რეზონანსული გამოძიებებითა და პოლიტიკური ქმედებებით, არამედ სკანდალებითა და პროვოკაციებითაც.
2013 წლის 1 დეკემბერს იგი კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობის ხელში ჩაგდებისას პირთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა. სექტემბერში კი ის კიევის საბჭოს ბლოკადაში მონაწილეობდა, რის შემდეგაც რამდენიმე პირი დააკავეს.