რელიგია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 36-ე წლისთავი მიულოცა, საზეიმო ტრაპეზს მთავარი პროკურორიც ესწრებოდა

1polit-1-relig-1-mt-trapeziსაქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. გუშინ ირაკლი ღარიბაშვილ მეუღლესთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორეს აღსაყდრებიდან 36 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პატრიარქს ეს მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცა და მის ღვაწლზე ისაუბრა: "ფასდაუდებელია ის თავდადებული მოღვაწეობა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გასწია ჩვენი ერის სულიერების ამაღლებისთვის. მისი აღსაყდრების დღიდან დღემდე აღდგა, განახლდა და აშენდა უამრავი ეკლესიამონასტერი, რომლის მასშტაბიც საქართველოს ისტორიას არ ახსოვს", - აღნიშნა მან.

საზეიმო ტრაპეზზე იმყოფებოდნენ საპატრიარქოს, ხელოვნების, სპორტის და საქართველოს მთავრობის   წარმომადგენლები, მათ შორის ქვეყნის მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც  მაგიდასთან შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძესთან და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილთან ერთად იჯდა.

1polit-1-relig-1-qvem-trape