სამართალი
“სამშობლოსათვის, სტალინისათვის!” – 3 პარლამენტარმა, თავი შეიკავა - 15-მა: საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი კომუნისტურ და ფაშისტურ სიმბოლიკასთან ბრძოლის შესახებ

1samart-2-simbolikaსაქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. გუშინ, მესამე და საბოლოო მოსმენით, 87 ხმით 3-ის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები თავისუფლების ქარტიაში, რომლებიც მიზნად ისახავს ქმედითი მექანიზმების შექმნას კომუნისტური და ფაშისტური ტოტალიტარიზმის სიმბოლიკის აღმოსაფხვრელად.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო ნაცუმცირესობის მოწონებული კანონის პროექტის ინიციატორები არიან ქართული ოცნების დეპუტატები თამარ კორძაია და ლევან ბერძენიშვილი, რომლის თქმით, ცვლილებების მიღება განაპირობა სტალინის ძეგლების აღდგენის რამდენიმე შემთხვევამ“.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ კანონს სრული შემადგენლობით და ღიად დაუჭირა მხარი, „ქართული ოცნებიდან“ კი გოგი ქავთარაძემ, სოსო ჯაჭვლიანმა და გელა გელაშვილმა ხმა წინააღმდეგ მისცეს. ესწრებოდნენ და ხმა არ მისცეს როსტომ ხალვაშმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, თამაზ მეჭიაურმა, გიგლა აგულაშვილმა, თამაზ ჯაფარიძემ, დემურ ბაშალეიშვილმა, ზურაბ ტყემალაძემ, გიორგი კახიანმა, გიორგი თოფაძემ, პაატა კიკნაველიძემ, თამაზ ყაჭეიშვილმა, დარეჯან ჩხეტიანმა (სულ - უმრავლესობის 17%).