უცხოეთი
საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელმა კიმ ჩენ ინმა არმიას მოუწოდა, საომრად მაღალი მზაობა შეინარჩუნოს, რადგან ომი შესაძლოა გამოუცხადებლადაც დაიწყოს.
შობის წინა დღეს კიმ ჩენ ინმა №526 სამხედრო ნაწილი მოინახულა.„მან სამხედროებს უბრძანა, საბრძოლო მზადყოფნა კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანონ და გაითვალისწინონ, რომ ომი შესაძლოა გამოუცხადებლად დაიწყოს“, - იუწყება კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტო.
აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ოფიციალურ წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ჩრდილოეთ კორეაში დეკემბერში ქვეყნის ამჟამინდელი ლიდერის ბიძის, ფხენიანის იერარქიის მეორე საფეხურზე მყოფი ჩან სოტჰეკის სიკვდილით დასჯა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით უმაღლეს სამხრეთკორეულ ხელმძღვანელობაში არასტაბილურობაზე მეტყველებს. ამ პირობებში კიმ ჩენ ინი შესაძლოა პროვოკაციებზეც წავიდეს, რათა ქვეყნის შიდა პრობლემებიდან ყურადღება გადაიტანოს და გარშემო არმია და მოსახლეობა შემოიკრიბოს.