უცხოეთი
სექსუალური განათლება ან ციხე

seksualnoe-prosvesh-zar-3საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. გერმანიის ქალაქ Meschede-ში ოჯახი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისცეს იმის გამო, რომ მათ ქალიშვილ მელიტას სექსუალური განათლების სავალდებულო გაკვეთილებზე სიარულის რცხვენოდა. გოგონა ფრიადოსანი იყო, თუმცა ამ გაკვეთილებს აცდენდა.

თავიდან ერთ ამგვარ გაკვეთილზე დასწრება მასწავლებლებმა აიძულეს, შემდეგ კი საქმეში ჩაერთნენ ადგილობრივი ხელისუფლება და პოლიცია. გოგონას მშობლები დააჯარიმეს, მაგრამ მათ ჯარიმის გადახდაზე უარი განაცხადეს. მაშინ მელიტას მამას ერთი დღე-ღამით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა მან საპატიმროში ნებაყოფლობით წასვლაზეც უარი განაცხადა. ამის შემდეგ ამ მრავალშვილიან ოჯახში პოლიციელები შევიდნენ და მამაკაცი დააპატიმრეს. ციხეში მელიტას მამამ რამდენიმე დღე დაჰყო, იქიდან გამოსულს კი კართან ადგილობრივი რეპორტიორები „შეეგებნენ“.