პუბლიკაციები
მოსადის “სამეცნიერო ცენტრი” კაიროს ცენტრში

kairoსულ ახლახან (არ დავაზუსტებ, როგორ და რანაირად) ერთი ისეთი დეტალის შესახებ შევიტყვე, რომლის შესახებაც მრავალი წლის განმავლოიბაში არაფერი ვიცოდი. თურმე ეგვიპტის დედაქალაქის კაიროს ცენტრში, ისრაელის საელჩოსთან მოქმედებს ეგრეთ წოდებული ისრაელის სამეცნიერო ცენტრი. ამ ცენტრის საქმიანობაში თითქოს არაფერი უნდა იყოს საძრახისი: მრავალი ქვეყანა თავიანთ საელჩოებთან ქმნის კულტურულ და სამეცნიერო ცენტრებს (საუკეთესო მაგალითია საფრანგეთი და იტალია, რომელთა საელჩოებთან მთელ მსოფლიოში ფუნქციონირებს ამ ქვეყნების კულტურის ცენტრები). მაგრამ არის ერთი “მაგრამ”.

ხშირ შემთხვევაში უცხოეთის სახელმწიფოს თითქოს სრულიად უწყინარი კულტურული, სამეცნიერო ცენტრი ან ამა თუ იმ ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური პალატა, არის “სახურავი”, ანუ ფარდა, იმ ქვეყნის საგარეო დაზვერვის სპეცსამსახურებისთვის, რომლის ინტერესსაც წარმოადგენს ეს დაწესებულებებ. ვფიქრობ, პატივცემული მკითხველი უკვე მიხვდა, რომ ისრაელის სამეცნიერო ცენტრი გამონაკლისი არ არის.

ამრიგად, ამ დაწესებულების ფირნიში აფარებული აქვს ისრაელის საგარეო დაზვერვის - მოსადის მთელ სისტემას, რომელიც კაიროსა და მისი შემოგარენის ტერიტორიაზე მოქმედებს (კაირო უზარმაზარი საქალაქო კონგლომერაციის ცენტრია თითქმის ოცმილიონიანი მოსახლეობით). ზემოთ აღნიშნული ცენტრის სათავაშე დგას ისრაელელი გაბი როზენბაუმი. მიუხედავად იმისა, რომ ეს კაცი აშვენაზი ებრაელია, როზენბაუმი სრულყოფილად ფლობს სალაპარაკო არაბულის ეგვიპტურ კილოს (ისრაელის უმაღლეს სასწავლებლებში მოსადისა და შაბაკის მომავალ თანამშრომლებს სპეციალურად შეასწავლიან არაბულის სხვადასხვა დიალექტებსა და კილოკავს).

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ნახევარმა კაირომ შესანიშნავად იცის, რითაა დაკავებული ისრაელის საელჩოსთან არსებული სამეცნიერო ცენტრი, მაგრამ ეს, როგორც ჩანს, ხელს არ უშლის ხოსნი მუბარაქის პროამერიკულ რეჟიმს.

ისრაელის, ეგვიპტის, პაკისტანის და სხვა სპეცსამსახურების ერთმანეთის საწინააღმდეგოდ წარმართული საქმიანობა ხელს აძლევს მსოფლიო იმპერიებს აშშ-ს მეთაურობით, გათიშონ და იბატონონ ხალხებზე, ამავე წარმომადგენლების მეშვეობით, თავიანთი “თათების” გაუჭუჭყიანებლად. თუ ყველა არა, მსოფლიოს თითქმის ყველა სპეცსამსახური ყველაზე უფრო ეფექტიანად განახორციელებს პრინციპს, რომელის ჯერ კიდევ ძველი რომის დროდანაა ცნობილი: “გათიშე და იბატონე”. მთელი მსოფლიოს სპეცსამსახურები მუდმივად აწყობენ ნაირნაირ პროვოკაციებს ხალხთა დაპირისპირების მიზნით, მსოფლიოს მმართველი ელიტის წინააღმდეგ მათი გაერთიანების აღსაკვეთად.

სადღეისოდ ისრაელის მოსადი ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა მსოფლიო პოლიტიკური ინტრიგების ასპარეზზე. როგორც სხვა დასავლური სპეცსამსახურები, ისრაელის მოსადი სხვადასხვა ქვეყნების ტერიტორიებზე გამუდმებით აწყობს ათასნაირ მზაკვრობას. მის ანგარიშზეა უამრავი დივერსია და პროვოკაცია, რომლებიც ძირითადად მეზობელი არაბული ქვეყნების აგრეთვე, ყოფილ სსრ კავშირის და სხვა ქვეყნების ტერიტორიებზეა განხორციელებული.

ეგვიპტის ტერიტორიაზე ყველაზე ცნობილი ებრაული პროვოკაციაიყო, 1954 წელს ორგანიზებული ე.წ. “ესეკ-ბიში” (“წარუმატებელი საქმე”), კაიროს ერთ-ერთ კინოთეატრში მოწყობილი დივერსია, როცა კინოსეანსის დროს დარბაზში მჯდომი პალესტინელი დახვრიტეს. ისრაელის სპეცსამსახურები თავს იმართლებდნენ იმით, რომ შეეშალათ, რომ უნდა მოეკლათ სულ სხვა კაცი, რომელიც ტერორისტულ საქმიანობაში იყო შემჩნეული. სინამდვილეში კი ეს იყო წინასწარგანზრახული პროვოკაცია, რომელიც განხორციელდა იმ მიზნით, რომ ეგვიპტის მაშინდელ პრეზიდენტს გამალ აბდელ ნასესს ამის საპასუხოდ დაეწყო ეგვიპტელი ებრაელების წინააღმდეგ დევნა და აეძულებინა ისინი, გაქცეულიყვნენ ისრაელში. ეს აქცია იყო კიდევ ერთი პროვოკაცია, რომელიც ახლო აღმოსავლეთის უბრალო ადამიანების დასაპირისპირებლად იყო მოწყობილი.

ისრაელის “სამეცნიერო” ცენტრი, რომელიც ეგვიპტის დედაქალაქში მოქმედებს და ეგვიპტეში ისრაელის საელჩოს ერთ-ერთი დანაყოფია, ცდილობს მუშათა და გლეხთა მსოფლიო მოძრაობაში განხეთქილების შეტანას, ამ შემთხვევაში ისრაელის, ეგვიპტისა და სხვა ხალხების დაპირისპირების პროვოცირების გზით. მხოლოდ მაშინ, როცა ყველა ქვეყნის ხალხთა მასები შეიგნებენ, რას უქადის მათ მსოფლიო ბურჟუაზია, შეიცვლება სიტუაცია და ბოლო მოეღება სპეცსამსახურების პროვოკაციებს.

შმუელ ერუშალმი

საქინფორმის რედაქციისგან: მკითხველებს შევახსენებთ, რომ ჩვენი საინფორმაციო-ანალიტიკური რედაქცია მხოლოდ გაწვდით ინფორმაციას და პასუხს არ აგებს სააგენტოსთვის მოწოდებულ საავტორო მასალებზე, რომლებიც “ანალიტიკის” რუბრიკით ქვეყნდება. ეთანხმება თუ არა ჩვენი სააგენტოს აზრი ექსპერტების, ანალიტიკური წერილების ავტორების შეხედულებებს, ამ შემთხვევაში არავითარ როლს არ თამაშობს, რადგან ჩვენი კრედოა თავისუფალი ტრიბუნის შეთავაზება ყველასთვის, კარდინალურად საპირისპირო აზრის მქონეთათვისაც კი, რადგან ასეთი პუბლიკაციები ჩვენს მკითხველებს განსჯას საშუალებას აძლევს და საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბებაში ეხმარება, რაც მათი სრული პრეროგატივაა.

საქინფორმი