უცხოეთი
„ბაზარი მაშინვე დადებითად გამოეხმაურა ამ გარიგებას. ჩვენი საკრედიტო გადასახადები მკვეთრად შემცირდა და საიმედო მსესხებლებად ვიქეცით. ჩვენთვის უკვე გაიხსნა ფინანსური ბაზარი და უკვე არა 20%-ით, რომელზეც ვალს ვერ ვიღებდით, არამედ ნორმალური 7 პროცენტით. ჩვენ ამიერიდანაც გავაგრძელებთ ბაზრებთან მუშაობას. ამ შეთანხმებამ, პირიქით, გააძლიერა ჩვენი სუვერენიტეტი, განამტკიცა ჩვენი დამოუკიდებლობა“, - აღნიშნა აზაროვმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მოსკოვური შეთანხმების შემდეგ უკრაინა 1 მლრდ დოლარზე მეტი ინვესტიციის მიღებას იმედოვნებს. კერძოდ, უკრაინა ვითარებას არეგულირებს საბაჟო კავშირის ქვეყნებთან, მათთან სასიკეთო სავაჭრო რეჟიმის შესანარჩუნებლად.