აქტუალური
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ვაჭრობაზე შეთანხმებების რატიფიკაციის შესახებ

xeli-akt-2საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. ეს დოკუმენტები საქონლის შეტანის უბაჟო რეჟიმს ადგენენ. ამასთან, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში უწინდებურად არ არის ჩართული ამ ორი რესპუბლიკიდან შაქრის, სპირტის და თამბაქოს ნაწარმის იმპორტი. აგრეთვე მითითებულია, რომ შეთანხმებების ძალაში შესვლის პირველ წელიწადს საბაჟო გადასახადი გატანაზე გამოყენებული არ იქნება ბენზინისა და დიზელის საწვავის მიმართ წელიწადში არა უმეტეს 50 ათასი ტონის მოცულობით აფხაზეთისთვის და 35 ათას ტონაზე სამხრეთ ოსეთისთვის.

შეთანხმებებს რუსეთის მთავრობას და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლებებს შორის ხელი მოეწერა 2012 წელს.

“შეთანხმებები უბაჟო ვაჭრობის შესახებ, რომლებიც რუსეთმა, აფხეზეთმა და სამხრეთ ოსეთმა დადეს, უკანონოა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრინციპებს არღვევს”, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა.

მან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებს “ოკუპირებული” უწოდა და აღნიშნა, რომ აქედან გამომდინარე, ისინი არ შეიძლება საერთაშორისო სამართლის სუბიექტები იყონ. ამასთან, დასძინა, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა გაართულოს.