- ჩვენ გამოწვევას ვაწყდებით, და ეს არის ჩვენი ღია გეოგრაფია, რომელიც არ აძლევს საშუალებას ევროპას, სამშობლო ან მშობლიური ადგილი გახდეს. ყოველ ჯერზე, როდესაც ევროპა იზრდება, ჩვენ ვეუბნებით ახალ მოქალაქეებს: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კლუბში!
...ეს ყველაფერი პოპულიზმია - მრისხანების წყარო, იდენტურობის აღდგენის იმედი, ილუზია, რომ კარის დახურვით შესაძლებელია დროის უკან მიბრუნება, ტყუილი, რომ გლობალიზაციის პერიოდში შესაძლებელია განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გადარჩენა. ისინი, ვინც ფიქრობს, რომ მათ ქვეყანას თავისთავად შეუძლია გადარჩენა, ილუზიებში ცხოვრობენ. არ შეიძლება პოპულიზმი და ნაციონალიზმი ჩვენი დროის გამოწვევებზე პასუხი იყოს, - განაცხადა პოლიტიკოსმა.
ახალი ევროპის მეორე ნიშანი, ევროსაბჭოს პრეზიდენტის აზრით, ტრადიციული გაგებით ხალხების არარსებობა უნდა გახდეს. რამდენადაც ევროკავშირი ყველა ევროპელისთვის სახლია, ყველამ და ყველგან თავი ისე უნდა იგრძნოს, როგორც საკუთარ სახლში, კონკრეტული რეგიონის თავისებურებებისგან დამოუკიდებლად.
Rg-rb.de-ს მასალების მიხედვით