პუბლიკაციები
საქართველო ევროპაში მიდის: “ბალტიის ქვეყნები ინფლაციასა და ჩრდილოვან ეკონომიკაში ევროკავშირის ლიდერები გახდნენ”

a-4-obsh-1-strani-baltiiსაქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. ბალტიის ქვეყნების ევროკავშირში შესვლიდან ორი წლის შემდეგ ინფლაციის ზრდა დაფიქსირდა. 2007 წელს ლატვიაში საშუალო წლიური ინფლაცია 10.1% იყო, ესტონეთში - 6.6%, ლიტვაში - 5.7%. ლატვია ინფლაციის დონით ევროკავშირის ლიდერი გახდა. ამ ქვეყნებმა 2008-2012 წლების შედეგების მიხედვით ევროკავშირის ქვეყნებს შორის საკმაოდ მაღალი ინფლაცია აჩვენეს.

ევროკავშირში შესვლამ ირიბად გამოიწვია ის, რომ ბალტიის ქვეყნები ჩრდილოვანი ეკონომიკის წილით ევროკავშირის ლიდერები არიან. იოჰან კეპლერის სახელობის უნივერსიტეტის (ავსტრია) გამოკვლევის თანახმად, ლიტვის ეკონომიკის 29%, ესტონეთის ეკონომიკის 28.6% და ლატვიის ეკონომიკის 26.5% “ჩრდილში” იყო. ჩრდილოვანი ეკონომიკა ყალიბდება გადასახადების გადაუხდელობით, შემოსავლების დაფარვით, კონტრაბანდით, ნარკობიზნესით, ფიქტიური ფინანსური ოპერაციებით და ა.შ. მიღებული შემოსავლებით.

ბალტიის ქვეყნებში შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტებში საგადასახადო შენატანების კლების კონსტატაცია. მაგალითად, ლატვიის ბიუჯეტს ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში საგადასახადო შენატანების 18-დან 30 პროცენტამდე დანაკლისი ჰქონდა, რაც ბალტიის ქვეყნებს შორის უმსხვილეს ვარდნად იქცა. ამასთან, ესტონეთის ბიუჯეტმა საგადასახადო შენატანების თითქმის 12 პროცენტი დაკარგა, ლიტვის ბიუჯეტმა - 17 პროცენტი. საგადასახადო მოსაკრებლები ბალტიის ქვეყნებში 2010-2012 წლებში საგრძნობლად შემცირდა, სხვადასხვა მონაცემით, ლატვიაში - დაახლოებით მილიარდი ევრო, ლიტვაში მილიონზე ოდნავ მეტი, ხოლო ესტონეთში - დაახლოებით მეოთხედი მილიონი ევრო.

ამასთან, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში საგრძნობლად გაიზარდა საგადასახადო ტვირთი. მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინებაც, რომ გადასახადების, მოსაკრებლების, ბაჟის სიუხვე ფორმალურად ხელს არ უწყობს მეწარმეთა და სახელმწიფოს ინტერესების ბალანსს და სახელმწიფო ხაზინის ეფექტიანად შევსებას. ამჟამად ლატვიაში გროვდება ყველა გადასახადის არა უმეტეს 60-65%, რაც სხვა ქვეყნების დონეზე ნალებია.

ბიუჯეტში გადაუხდელობის უზარმაზარი ზომები მეტყველებს, რომ მეწარმეები გადასახადების ტარიფს აღიქვამენ, როგორც უსაზომოს და უსამართლოს.