პუბლიკაციები
საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი: თანამედროვე პირობებში ბალტიის ქვეყნები „სოციალიზმის ვიტრინიდან“ თავისებურ დეპრესიულ ზონად გარდაიქმნენ. თანამედროვე პირობებში ამ ქვეყნებიდან აქტიურად გარბის ახალგაზრდობა, ძლიერდება ულტრანაციონალისტური მოძრაობები, ეცემა ცხოვრების დონე, სტაბილურად მაღალია უმუშევრობის, ინფლაციის დონე, მატულობს კვების პროდუქტების და ენერგორესურსების ფასები.
საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნისას ბალტიისპირეთის რესპუბლიკები ყველაზე უფრო განვითარებული იყვნენ. დარგობრივი სტრუქტურის მიხედვით ბალტიისპირეთის სახელმწიფოები მსოფლიოს განვითარებული მრეწველობის ქვეყნებს არ ჩამორჩებოდნენ, თუმცა, ამავე დროს, სსრკ-ის მისახლეობის მხოლოდ 1%-ს შეადგენდნენ.
შეიძლება ითქვას, რომ 1991-დან 2004 წლამდე პერიოდში ბალტიის სახელმწიფოების ცხოვრების ყველა სფეროში ორიენტაციის შეცვლის პროცესი მიმდინარეობდა. ეს პერიოდი ხასიათდებოდა სსრკ-ის შემადგენლობაში ყოფნისას ჩამოყალიბებული როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ისე სამეურნეო-ეკონომიკური სტრუქტურების ნგრევით. ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი 2004 წლის გაზაფხულზე, ევროკავშირში და ნატოში ბალტიის ქვეყნების შესვლით დამთავრდა. ბალტიის ქვეყნების ევროინტეგრაციას, ყველაფერთან ერთად, უარყოფითი შედეგებიც ჰქონდა, რაც განპირობებული იყო რიგი პოლიტიკური და ეროვნებათაშორისი წინააღმდეგობების გამწვავებით, რუსეთთან ურთიერთობის გაუარესებით. რეგიონის ქვეყნების ევროკავშირში შესვლის დამანგრეველი შედეგების ერთ-ერთი მიზეზი გახდა მისწრაფება, ევროკავშირში ნებისმიერ ფასად შესულიყვნენ. ამას მოჰყვა მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური შემადგენლების შელახვა შიდა კონკურენტუნარიანობის მომატების, ნაციონალური ინვესტორების სტიმულირების, ეროვნული მწარმოებლის და ექსპორტიორის მხარდაჭერის და ა.შ. საზიანოდ.