პუბლიკაციები
საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. ახალგაზრდობა ესტონეთიდან, ლატვიიდან და ლიტვიდან მასობრივად მიემგზავრება ევროკავშირის უფრო წარმატებულ ქვეყნებში. ამ პროცესის შეუქცევადობა ბალტიისპირეთის რესპუბლიკების ლიდერებმა აღიარეს.
ასეთივე ტენდენცია შეიმჩნევა მეზობელ ლატვიაშიც. სსრკ-ის დაშლის შემდეგ 20-ზე მეტი წლის განმავლობაში ქვეყანა 200 ათასმა ადამიანმა დატოვა. და ეს ხდება ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ ოდნავ აღემატება 2 მილიონს!.. 2012 წელს საზღვარგარეთ ლატვიის მოქალაქეობა მიიღო 3.3 ათასმა ბავშმა, რომლებიც ძირითადად ბრიტანეთსა და ირლანდიაში დაიბადნენ. მაგრამ არავის დაუთვლია, რამდენი ბავშვი გაატარეს მშობლებმა რეგისტრაციაში, როგორც სხვა სახელმწიფოს მოქალაქეები.
ესტონეთში დღეს, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 1 მილიონ 286 ათასი ადამიანი ცხოვრობს, სსრკ-ის დაშლის წინ კი 1 მლნ 566 ათასი იყო. თუ ასე გაგრძელდება, მაშინ, მეცნიერთა გამოთვლით, XXI საუკუნის ბოლოს ესტონეთის სახელმწიფო, უბრალოდ, გაქრება. მიზეზი - ემიგრაციის მაღალი ტემპი და სიკვდილიანობის სერიოზული დონე, რაც ცხოვრების დონის დაქვეითების შედეგია.