უცხოეთი
პუტინი: „მნიშვნელოვანია, რუსი საზოგადოება ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ აგრესიისგან დავიცვათ“

cennostiსაქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მნიშვნელოვნად მიიჩნევს რუსი საზოგადოების დაცვას ტრადიციული რუსული ღირებულებების წინააღმდეგ აგრესიისგან. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია არა დასავლური ღირებულებების კრიტიკა, არამედ ჩვენი მოსახლეობის დაცვა ზოგიერთი კვაზიღირებულებისგან, რომლებიც ძალიან რთულად აღიქმება ჩვენი მოსახლეობის მიერ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ლაპარაკი კრიტიკაზე არაა, ლაპარაკია ზოგიერთი სოციალური ჯგუფის საკმაოდ აგრესიული ქმედებებისგან ავის დაცვაზე, რომლებიც, ჩემი აზრით, უბრალოდ ისე კი არ ცხოვრობენ, როგორც სურთ, არამედ სხვა ადაიანებს, სხვა ქვეყნებში თავის თვალსაზრისს საკმაოდ აგრესიულად ახვევენ თავზე“, - აღნიშნა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა.

მისი თქმით, მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ტრადიციულ რუსულ ღირებულებებს, რადგან „მათ გარეშე საზოგადოება დეგრადაციას განიცდის“, - დარწმუნებულია პუტინი.