უცხოეთი
პუტინი რუსეთის ჯარების გამოყენების შესაძლებლობას გამორიცხავს

iskluchaetსაქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. რფ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინაში, კერძოდ, ყირიმში რუსეთის ჯარების შეყვანაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

„ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ თოფის ქნევას მოვყვებით და სადმე ჯარებს შევიყვანთ. არაფერი ამდაგვარი არ მოხდება“, - განაცხადა პუტინმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ყირიმში დღევანდელ ვითარებას არაფერი აქვს საერთო სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებასთან, როცა რუსეთს ქართული აგრესიის შესაჩერებლად ჩარევამ მოუწია.

„თქვენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სიტუაცია ყირიმში არსებულ ვითარებას შეადარეთ. მიმაჩნია, რომ ეს არაკორექტული შედარებაა. არაფერი ამდაგვარი ყირიმში არ ხდება, რაც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ხდებოდა“, - აღნიშნა რფ-ის პრეზიდენტმა.

„ამ ტერიტორიებმა თავის დროზე დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, იქ, სამწუხაროდ, მსხვილმასშტაბიანი, სისხლისმღვრელი ეთნიკური კონფლიქტი იყო“, - განაცხადა პუტინმა, რომლის თქმითაც, მშვიდობისადმი იძულების ოპერაცია რუს მშვიდობისმყოფელებზე განხორციელებულ თავდასხმაზე რუსეთის რეაქციას წარმოადგენდა.

„ყირიმში, მადლობა ღმერთს, არაფერი ამდაგვარი არ ხდება და ვიმედოვნებ, რომ არც მოხდება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.