რელიგია
საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს ეკლესიის მფარველის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია გაიმართება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II საღმრთო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი მცირე აზიის სამხრეთ სანაპიროზე შეძლებულ და კეთილმსახურ ოჯახში დაიბადა. წმინდა ნიკოლოზი ყრმობიდანვე განსაკუთრებული იყო. იგი 325 წელს ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაში მონაწილეობდა, რომელზეც სამების ერთარსებობის დოგმატი დაამტკიცეს.