უცხოეთი
საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინის ოპოზიცია შიშობს, რომ იანუკოვიჩს რუსეთისთვის გირაოს სახით სტრატეგიული საწარმოს შეთავაზება შეეძლო.
პარტია „უდარ“-ის ლიდერმა, მსოფლიოს ექსჩემპიონმა კრივში ვიტალი კლიჩკომ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი რუსეთთან მიღწეული შეთანხმებების გამო რინგზე გამოიწვია. ამის შესახებ “უნიანი” იუწყება. „მე ვიქტორ იანუკოვიჩს რინგზე ვიწვევ და მინდა ვთქვა, რომ ის ჩემი პერსონალური მეტოქეა“, - აღნიშნა კლიჩკომ, რომელიც შიშობს, რომ ამ შეთანხმებებით იანუკოვიჩი უკრაინის დამოუკიდებლობასა და ნაციონალურ ინტერესებს ყიდის. კერძოდ, მისი ინფორმაციით, რუსეთის გაზზე 30%-იანი ფასდაკლების, ასევე უკრაინის ფასიან ქაღალდებში 15 მლრდ დოლარის ინვესტიციების სანაცვლოდ იანუკოვიჩმა გირაოს სახით რუსეთს უკრაინის სტრატეგიული საწარმოები შესთავაზა თვითმფრინავებისა და მანქანამთშენებლობის დარგში.