საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ სახელწიფოთაშორისი კონსულტაციების მიმდინარეობისას რფ-სა და უკრაინას შეუძლიათ რიგ საკითხებში წინ წაიწიონ. ამის შესახებ მან უკრაინის ლიდერ ვიქტორ იანუკოვიჩთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.
რუსეთის ლიდერის თქმით, „ეჭვგარეშეა,უკრაინა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ჩვენი პარტნიორია“, ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სავაჭრო მიმოქცევა ქვეყნებს შორის 11%-ით შემცირდა 2012 წელს და 14.5 5-ით - 2013 წელს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო ხანებში რუსეთისა და უკრაინის მთავრობების მეთაურებმა და მინისტრებმა „ძალიან კარგად იმუშავეს მგრძნობიარე მიმართულებებით“ - ენერგეტიკაში, მანქანათმშენებლობაში, კოსმოსსა და ავიაციაში და გემთმშენებლობაში.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ აუცილებლად მიაჩნია რუსეთში უკრაინის მოქალაქეებისათვის ცხოვრებისა და მუშაობის კომფორტული პირობების შექმნა.
თავის მხრივ, იანუკოვიჩმა პუტინს შესთავაზა მუშაობის კოორდინირება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არა მარტო რფ-სა და უკრაინას შორის, არამედ დსთ-ს ქვეყნებთანაც.