უცხოეთი
მარტო დამასკოს გარეუბნებში 37 ათასი ქალი გააუპატიურეს

iznasilovaliსაქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. სირიაში ომის მსხვერპლთა რიცხვმა - ასი ათასს, ლტოლვილთა რიცხვმა კი 2 მილიონ კაცს გადააჭარბა. სტატისტიკა, ჩვეულებრივ, გვერდს უვლის ხოლმე დაზარალებულ ქალთა რაოდენობას. დეტალურად სირიის ტრაგედიის ამ მხარეზე „გოლოს როსიის“ ქალების მოძრაობის ლიდერმა ბიანკა მედიამ მოუთხრო.

„ბოლო სამი წლის განმავლობაში გაუპატიურების რიცხვი ძალიან გაიზარდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ „ჯაბჰათ ან-ნუსრასა“ და „ერაყისა და ლევანტას ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები პატარა სოფლებში შეჭრისას იქ ქალებს იტაცებენ და აუპატიურებენ, რის შემდეგაც ხშირად კლავენ ან სექსუალურ მონებად აქცევენ. თუ ქალი გადარჩა, მას კვალიფიციური სამედიცინო დახმარება სჭირდება, სხვაგვარად ხეიბრად რჩება, ფსიქიკურად და ფიზიკურადაც.

სირიის ნაციონალური დაზავების კომისიის მონაცემებით, დამასკოს გარეუბნებში გაუპატიურების 37 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული. ეს კი მხოლოდ იმ ქალაქებისა და სოფლების მონაცემებია, რომლებიც ტერორისტებისგან  გაათავისუფლეს. ახლა ქალებთან ფსიქოლოგები მუშაობენ. ჯერჯერობით მონაცემები არ გვაქვს იმ რაიონებიდან, სადაც ტერორისტები არიან გამაგრებული. ჩემი სიტყვების უტყუარობაში მრავალრიცხოვანი ვიდეოჩანაწერები დაგარწმუნებთ. ბოევიკებს ძალიან უყვართ თავისი „საგმირო საქმეების“ გადაღება. როცა ისინი თავს აჭრიან მორიგ „ურჯულო ცოდვილს“ ან ვინმეს აუპატიურებენ, ამ პროცესს ვიდეოთი იღებენ. შემდეგ, როცა არმია რაიონს ბოევიკებისგან წმენდს, ამ ვიდეოჩანაწერებს მოკლული ბანდიტების ტელეფონებში ნახულობენ.

ახლახან აღმოჩენილი იქნა ვიდეო, რომელიც უკვე გამოქვეყნდა ინტერნეტში, სადაც ჰომსის ერთ-ერთ რაიონში ტერორისტებმა ახალგაზრდა ქალები და გოგონები მოიტაცეს, გააშიშვლეს და ღია პიკაპით რაიონი შემოატარეს. გზადაგზა მანქანა ჩერდებოდა და მათ აუპატიურებდნენ. ამასთან, ბოევიკთა ცოლები კისკისებდნენ და გაუპატიურებულ ქალებს „ხარჭებად“ ნათლავდნენ... ნაპოვნია ვიდეო, სადაც სახედაფარული ქალები მკერდს კვეთენ გაუპატიურებულებს, შემდეგ გვამებს სანაგვეზე ყრიან. უმეტესწილად ამ შემთხვევებს დამასკოს გარეუბნებსა და ჰომსში აქვს ადგილი“.