საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-მა და ევროპამ იანუკოვიჩთან ურთიერთობის ყველა შესაძლებლობა ამოწურეს და უკრაინელი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების შემოღების წინ გადაწყვიტეს, ერთხელაც გაიბრძოლონ - მათ რეგიონების პარტიის ლიდერებს იანუკოვიჩის წინააღმდეგ გალაშქრება და, ფაქტობრივად, პარტიული ბუნტის მოწყობა მოსთხოვეს. ამ თემაზე კიევში ჩატარებული მოლაპარაკების შესახებ დიპლომატიურ წრეებთან დაახლოებულმა პირმა გვაცნობა.
ნულანდმა კონკრეტულად ჩამოთვალა ისინი, ვინც ოჯახებთან ერთდ პირველ რიგში მოხვდება ამ სიაში. ესენი არიან: რინატ ახმეტოვი, ვადიმ ნოვინსკი, ანდრეი და სერგეი კლიუევები. ისინი აკონტროლებენ რეგიონების პარტიის ფრაქციის უდიდეს ნაწილს პარლამენტში.
აშშ მოელის, რომ ეს ფრაქცია მხარს დაუჭერს ოპოზიციის ოთხივე მოთხოვნას. კერძოდ:
4.სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა შსს-ს იმ თანამშრომლებისა და „ბერკუტის“ წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევაში
ნულანდმა კატეგორიულად განაცხადა, რომ ამ პირობების შეუსრულებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ახმატოვის კომპანიების საქმიანობას ევროპაში.
ამგვარად, აშკარა ხდება, რომ მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩმა მოატყუა ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და დაპირების მიუხედავად, ძალა მაინც გამოიყენა, აშშ-ს ის მშვიდობიანი დარეგულირების საქმეში საიმედო პარტნიორად აღარ მიაჩნია.
ნულანდმა აშკარად აგრძნობინა ახმატოვს, რომ წამყვანი ოლიგარქების უცხოური ანგარიშები და საქმიანობა, შესაძლოა, დაუყოვნებლივ შემოწმდეს ფინანსური ომბუდსმენების მიერ.