პუბლიკაციები
CNN-თან ინტერვიუში უკრაინიდან მაკკეინმა აღიარა, რომ “რუსეთის სათავეები პირდაპირ აქ არის, კიევში!”

CNNსაქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი.
- ამბობენ, რომ ამ პროტესტს ერთგვარი ცივი ომის ელფერი აქვს. როგორ ფიქრობთ, რის მიღწევას ცდილობს ვლადიმერ პუტინი? როგორია მისი როლი?
ჯონ მაკკეინი, აშშ-ის სენატორი: უეჭველია, რომ უკრაინა ვლადიმერ პუტინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ვიღაცამ თქვა, თუ არ ვცდები, კისინჯერმა, რომ უკრაინის გარეშე რუსეთი - აღმოსავლური სახელმწიფოა, უკრაინასთან ერთად კი - დასავლური. აქ არის რუსეთის სათავეები - პირდაპირ აქ, კიევში. პუტინისთვის უკრაინა მეტისმეტად მნიშვნელოვანია, ამიტომ ის არნახულ ზეწოლას ახდენდა უკრაინელებზე: ფასები ენერგეტიკაზე და სხვა. აბსოლუტურად აშკარაა, რომ ის გარკვეულ მუქარებს მიმართავდა, მაგრამ განახორციელებს თუ არა მათ, გაუგებარია.
- თუ ბოლო წლის განმავლობაში პუტინის ყველა მოქმედებას შევხედავთ, იმას, რაც მან აშშ-სთან ერთად და მის წინააღმდეგ გააკეთა - საბოლოოდ რის მიღწევას ცდილობს? შესაძლოა, უკრაინა - მისი გეგმის ნაწილია?!

ჯონ მაკკეინი: მე ვაკვირდებოდი, როგორ ხდებოდა ის სულ უფრო შეუპოვარი “კაგებეს” ყოფილი თანამშრომლის მისწრაფებაში ახლო საზღვარგარეთთან გაერთიანებისაკენ. ის ზეწოლას ახდენდა მოლდოვაზე, ლიტვაზე, ესტონეთზე, ლატვიაზე - მთელ ეგრეთ წოდებულ ახლო საზღვარგარეთზე და, რა თქმა უნდა, უკრაინაზე, როგორც ამ გვირგვინის მარგალიტზე. მათ შორის ის ეცდება სევასტოპოლში სამხედრო-საზღვაო ბაზის შენარჩუნებას. ის, უდავოდ, ძალიან არის დაინტერესებული გავლენის ამ სფეროში.

რაც შეეხება მის სხვა ქმედებებს, იცით, სანამ ჩვენ რუსებთან ერთად ქიმიური იარაღის განადგურებაზე ვმუშაობთ, მათი თვითმფრინავები ჩვეულებრივი იარაღით ახლაც კი დამასკოში ეშვებიან, და ამის გამო სირიელები იღუპებიან. მე მიმაჩნია, რომ ეს საშინელებაა.

ვფიქრობ, პუტინი შეუპოვარია. ის მოთამაშე გახდა ახლო აღმოსავლეთში, სადაც განსაკუთრებული წარმატება არ ჰქონია 1973 წლიდან, როდესაც სადათმა რუსები იქიდან გამოყარა. და, ვფიქრობ, ჩვენი სისუსტის წყალობით ის ზოგიერთი თავისი ამბიციის რეალიზებას ახდენს.

მასალა მოწოდებულია CNN International-ის მიერ
ეთერში გასვლის დრო: 2013 წლის 15 დეკემბერი