უცხოეთი
ვიტალი კლიჩკო: „უკრაინამ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოს“

kliCkoსაქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინამ რუსეთთან, ისევე, როგორც სხვა, ნებისმიერ მომიჯნავე ქვეყანასთან, კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოს, - განაცხადა გერმანულ ყოველკვირეულ გამოცემა „შპიგელში“ დაბეჭდილ ინტერვიუში უკრაინის ოპოზიციური პარტია „უდარ“-ის ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ.

„ნებისმიერ სახელმწიფოს მეზობლებთან კარგი ურთიერთობ უნდა ჰქონდეს. ეს ეხება ჩვენს ურთიერთობებს რუსეთთანაც, რომელიც ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია. ამასთან, უკრაინა საკუთარი ინტერესებიდან უნდა გამოვიდეს. კეთილმეზობლური ურთიერთობით ორივე მხარე ოიგებს. ამასთან, აუცილებელია ურთიერთპატივისცემაც“, - აღნიშნა კლიჩკომ.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი განზრახვა, მონაწილეობა მიიღო უკრაინის 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. თუმცა, აღნიშნა, რომ თავისი პოტენციური ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობის მძიმე ტვირთს გრძნობს. ამავე დროს, კლიჩკოს არ მიაჩნია, რომ კიევში საპროტესტო მოძრაობის ერთადერთი წინაპირობა ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმების ხელმოწერაზე ხელისუფლების უარი იყო. მისი თქმით, ბევრი ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდა, რაც „ბერკუტის“ სპეცქვედანაყოფებმა სასტიკად დაარბიეს დემონსტრანტები. „ხალხი არ დაუშვებს, რომ უკრაინა პოლიციურ სახელმწიფოდ იქცეს“, - აღნიშნა პარტია „უდარ“-ის ლიდერმა.

ჟურნალისტების კითხვაზე უკრაინის საზოგადოების კონსერვატიულ აღმოსავლეთად და პროევროპულ დასავლეთად კულტურულ ფენებად დაშლასთან დაკავშირებით კლიჩკომ განაცხადა, რომ ქვეყნის ყველა მოქალაქეს, მისი პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, „სამუშაო ადგილების არქონა, ცუდი მედიცინა და სოციალური უსამართლობა“ აერთიანებს.