ევროკომისარი ფულე: „ევროკავშირი უკრაინასთან ასოციაციის შეთანხმების თაობაზე მუშაობას წყვეტს“
საქართველო, 16 დეკემბერი,
საქინფორმი. ევროკავშირი უკრაინასთან ასოციაციის შეთანხმების თაობაზე მუშაობას წყვეტს, - განაცხადა კვირას ევროკომისარმა
შტეფან ფულემ. მისი თქმით, იგი უკრაინის პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილე
სერგეი არბუზოვთან სავაჭრო შეთანხების ხელმოწერის მზაობის საკითხს განიხილავდა, თუმცა უკრაინის მთავრობისგან პასუხი არ მიუღია.
„შეთანხების თაობაზე მუშაობა შეწყვეტილია, პასუხი არ არის“, - იტყობინება ფულე Twitter-ზე.