აქტუალური
ნიკოლაი აზაროვი: “სამწელიწადნახევრის განმავლობაში როგორც იქნა მოვილაპარაკეთ, რომ ხელი მოვაწეროთ შეთანხმებათა ისეთ პაკეტს, რომელიც ყველა ჩვენს საწარმოს სამუშაოს მისცემს. განა ეს ცუდია?!”

azarovსაქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. 2013 წლის 14 დეკემბერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი აზაროვი სიტყვით გამოვიდა რეგიონების პარტიის მიტინგზე ევროპის მოედანზე კიევში, ევრომაიდნიდან ასიოდე მეტრში.

ჩვენ არ ვასაფლავებთ “ოცნებას”! უკრაინის ტელეარხებზე უკრაინელი ოლიგარქები ბატონობენ, ამიტომ ჩვენ სიმართლის ერთი სიტყვაც კი არ გვესმის, ამიტომ ჩვენი მიტინგი - ერთადერთი საშუალებაა, რომ ევროკავშირთან უკრაინის ასოციაციის შესახებ შეთანხმებაზე სიმართლე მოვიტანოთ! ხელის მოწერის შემდეგ ჩვენ მკაცრი პირობები უნდა შეგვესრულებინა: დაგვეკანონებინა ერთსქესიანთა ქოწინება და მიგვეღო კანონი სექსუალური უმცირესობების თანასწორობის შესახებ; შემოგვეღო ბიომეტრული პასპორტები და ყველასთვის თითის ანაბეჭდები აგვეღო; გადავსულიყავით ევროპულ ტექნიკურ სტანდარტებზე და ნორმებზე, საყოველთაოდ გადავსულიყავით სალარო აპარატებით მუშაობაზე; 9 მილიონი უკრაინული ოჯახისთვის მათი მეცხოველეობის მეურნეობები წაგვერთმია; ორჯერ გაგვეზარდა გადასახადი საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურებისთვის. მზად ვართ ამისთვის?!

ორშაბათს რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებას ვამთავრებთ. ამის გარშემო ბევრი სპეკულაციაა. თითქოს ჩვენ უკრაინას ვთმობთ და საბაჟო ხელშეკრულებას ხელს ვაწერთ. მე კატეგორიულად უარვყოფ ამ სპეკულაციას! სამწელიწადნახევრის განმავლობაში როგორც იქნა მოვილაპარაკეთ, რომ ხელი მოვაწეროთ შეთანხმებათა ისეთ პაკეტს, რომელიც ყველა ჩვენს საწარმოს სამუშაოს მისცემს. განა ეს ცუდია?!” – თქვა, კერძოდ, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან ის დაჟინებით ამტკიცებს ქვეყნისათვის რუსეთთან ნორმალური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენის მნიშვნელობას.

“თუ ასეთ მოკლე მიმართვაში მხარს დამიჭერთ, ჩვენ დავიძახებთ ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინ, იმედი მაქვს, ჩვენი გესმით! თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება!” - ამბობდა სცენიდან რეგიონების პარტიის ფრაქციის დეპუტატი გრიგორი სმიტიუხი.

გაისმა იდეა, პროსახელისუფლებო მიტინგი ისეთივე უვადო გაეხადათ, როგორც ევრომაიდანი. მაგრამ საღამოსკენ ხალხმა ორგანიზებულად დატოვა ევროპის მოედანი.